9 სამსახური და მერიის საშტატო ნუსხა-საკრებულომ პროექტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა
ავტორი: გურიის მოამბე
9 სამსახური და მერიის საშტატო ნუსხა-საკრებულომ პროექტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება და საშტატო ნუსხა დამტკიცდა. 
საკითხი საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ წარუდგინა. 
" საკრებულოს კომისიები, აღმასრულებელ რგოლთან ერთად ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა აღნიშნულ საკითხზე. საკრებულოს მოსაზრებების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული იქნა და დღეს ჩვენ კენჭს ვუყრით წარმოდგენილ პროექტს" - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

9 სამსახურით წარმოდგენილი საშტატო სტრუქტურა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
დღესვე საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით აღნიშნული 9 სამსახურის დებულებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. დასრულების ვადად ამ შემთხვევაშიც საკრებულოს მორიგი სხდომა განისაზღვრა.

'.$TEXT['print'].'