3 მედალი ანასტასიასგან! გოტფრიდი მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი: გურიის მოამბე
3 მედალი ანასტასიასგან! გოტფრიდი მსოფლიო ჩემპიონია!

გილოცავთ! ანაჰაიმში (აშშ) მიმდინარე სმოფლიო ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზეანასტასია გოტფრიდმა ბრწყივალედ იასპარეზა. ატაცში ჩვენი ნაკრების ერთადერთმა ქალბატონმა 120 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა! აკვრაში ანასტასიამ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო (135.140.145), ხოლო ორჭიდში (265 კგ)ჩემპიონობა იზეიმა!

აღსანიშნავია, რომ ორჭიდის ჯამში მეორე ადგილზე გასულ მარია ფერნანდო ვალდესს (ჩილე) მთელი 10 კგ გაუსწრო.

ვულოცავთ ანასტასიას ამ გამარჯვებას! შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე 4 მედალია. შოთიკო მიშველიძის ორჭიდის ბრინჯაო და ანასტასიას 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი. ხვალ 05:25 საათზე ამერიკულ ფოცარნაგზე ლაშა ტალახაძე გამოვა.

'.$TEXT['print'].'