დედისთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა-38 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა
ავტორი: გურიის მოამბე
დედისთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა-38 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 38 წლის მ.ა., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა,  ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

“ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა. დაკავებული ჩადენილს აღიარებს”, – აცხადებს შსს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

'.$TEXT['print'].'