ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღში ათი დღეა სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღში ათი დღეა სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

უკვე ათი დღეა ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ამის შესახებ "გურიის მოამბეს" აღსაზრდელთა მშობლებმა აცნობეს. ისინი აცხადებენ, რომ უკვე რამდენიმე დღეა გათბობის არ არსებობის გამო ბაღში ბავშვებს ვერ ტოვებენ. 

"ძალიან რთულია ჩვენთვის, განსაკუთრებით იმ მშობლებისთვის, ვინც დასაქმებულები ვართ, ბავშვები ბაღში ვერ მიგვყავს და ხელი გვეშლება მუშაობაშიც. რა გახდა ასეთი ერთი ნაწილის გამოცლა, რომ ამდენი დღეა სასწავლო პროცესისგანახლება ვერ მოხერხდა"-გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა. 

როგორც "გურიის მოამბესთან" აღნიშნული საბავშვო ბაღის მენეჯერი ამბობს, ზუსტად არ იციან როდის განახლდება სასწავლო პროცესი. 

"გადაიწვა გამათბობელის მთავარი პლატა. ჩამოიტანეს  ახალი, მაგრამ ზომა არ დაემთხვა და ვერ გამოცვალეს. გუშინ გვიან ღამემდე აქ იმყოფებოდნენ ქალაქის მერი და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი. მაგრამ ვერ მოხერხდა გამათბობელის აღდგენა. ველოდებით ახალი პლატის ჩამოტანას. ზუსტად ვერ გეტყვით, როდიდან განახლდება საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი"-გვეუბნება მენეჯერი, ლუბა ვასაძე.

 

 

'.$TEXT['print'].'