2 მსოფლიო რეკორდი! 3 ოქროს მედალი! ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი: გურიის მოამბე
2 მსოფლიო რეკორდი! 3 ოქროს მედალი! ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია!

ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი მეორედ აჟღერდა! ანასტასია გოტფრიდის მერე როგორც მოსალოდნელი იყო ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში (210.215.220.) ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა! ტალახაძემ მეორე ადგილზე გასული ირანელი სპორტსმენი უკან 9 კილოგრამით მოიტოვა, ხოლო მესამე ადგილოსანს, ასევე ირანელ ძალოსანს მთელი 17 კილოგრამით გადაუსწრო. ტალახაძემ აკვრაშიც დამაჯერებლად იასპარეზა და (243. 259. 257) და აქაც ოქროს მედალს დაესაკუთრა. ორჭიდში კი (477 კგ) მსოფლიო რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

შედეგად ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 8 მედლის მოპოვება შეძლო.

თავდაპირველად შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ანასტასია გოტფრიდმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა, დაამყარა მსოფლიო რეკორდი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

'.$TEXT['print'].'