ზაზა ბიბილაშვილი:"ასე აუცილებლად გავიმარჯვებთ. და მალე"
ავტორი: გურიის მოამბე
ზაზა ბიბილაშვილი:"ასე აუცილებლად გავიმარჯვებთ. და მალე"

გუშინ კიევში განვითარებულ მოვლენებს, რომლის ეპიცენტრშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე ეხმაურება და წერს:

"ჩატაევის სპეცოპერაციის დღეს რომ სოზარსუბარმა მიშა გააკრიტიკა, გახსოვთ? რა დაგვავიწყებს :) - მთელმა ერმა აგინა მაშინ ამ ორი ოლიგარქის მონას (ნუ, მთელმა ერმა რა - ყველამ, ვისაც სინდისი აქვს)... ხოდა, სოზარსუბარის მიერ დადგენილი ფსკერის ნიშნული გუშინ ერთმა ქართველმა ინტელიგენტმა ჩააღრმავა -

მაშინ, როცა უკრაინელი ოლიგარქი სააკაშვილს შეთითხნილი ბრალდებებით იჭერდა, მიშას გამარჯვების შემყურემ, მან მონახა დრო, სურვილი და ადეკვატურობა, რომ ეთქვა - პრინციპში მაინც ოლიგარქი ჯობია, რადგან საკუთარ ხალხს თავებს არ უხეთქავსო <3

სამწუხაროდ, პოროშენკომ იმედები გაუცრუა ქართველ ინტელიგენტებს - ვერც მიშა დაიჭირა და თავებიც დაუხეთქა საკუთარ ხალხს. ქვემოთ იხილეთ ამ იმედგაცრუების ამსახველი ფოტოები.

ხოდა, მართლა მაინტერესებს, რით განსხვავდებიან ამის მთქმელები სოზარსუბარისგან? ან იმ პროვოკატორებისგან, რომლებიც სანდრას მიუგზავნეს 51-ე სკოლის წინ, შენმა ქმარმა დააქცია საქართველოო, რომ ყვიროდნენ? - იმ ქმარმა, რომლის დროსაც ბავშვებს სკოლებში მშვიდად ვუშვებდით.

არც არაფრით. მართლა არაფრით. განსხვავების ილუზიას მხოლოდ საუბარში უცხოელი ავტორების უხვად ჩაფენილი ციტატები ქმნის. თორემ შინაარსობრივად ეგენი ყველანი ეკაბესელიები არიან.

ხოდა, ნუ შეგვეშინდება. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ქოცობას ქოცობა (და არა "შუაშისტობა"), უსინდისობას - უსინდისობა (და არა "აპოლიტიკურობა"), წითელინტელიგენტობას - წითელიტელიგენტობა (და არა "ინტელექტუალობა").

ასე აუცილებლად გავიმარჯვებთ. და მალე"-წერს ბიბილაშვილი.

'.$TEXT['print'].'