მერმა ორი მოადგილის დანიშვნას ხელი ამ წუთებში მოაწერა ვიცე მერის ადგილი კვლავ ვაკანტურია
ავტორი: გურიის მოამბე
მერმა ორი მოადგილის დანიშვნას ხელი ამ წუთებში მოაწერა ვიცე მერის ადგილი კვლავ ვაკანტურია

ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, ამ წუთებში ხელი მოაწერა მოადგილეების დანიშვნის ბრძანებას.

როგორც რამდენიმე დღის წინ ვიუწყებოდით, მოადგილედ სოციალურ საკითხებში, ირაკლი სირაძე, ხოლო ინფრასტრუქტურის დარგში ოსიკო თოთიბაძე დაინიშნენ.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერიიდან აცნობეს.

რაც შეეხება ვიცე მერის თანამდებობას, ის კვლავ ვაკანტური რჩება.

ირაკლი სირაძე 2013- 2014 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, ბოლო პერიოდში კი შ.პ.ს. "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ბუღალტრულ-ეკონომიკური სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა. 
ოსიკო თოთიბაძე 2013 -2014 წლებში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 
ირაკლი სირაძე -"ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და იმედი მაქვს ჩემი მუშაობით ოზურგეთელები კმაყოფილი დარჩებიან. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს მოსახლეობას იმედები არ გავუცრუო. მე და ჩემი გუნდი ოზურგეთელების საკეთილდღეოდ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ. "
ოსიკო თოთიბაძე -"მადლობა მერს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა და ვეცდები როგორც მისი, ისე ყველა ოზურგეთელის იმედები გავამართლო. ოზურგეთში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ოზურგეთი და მისი მოსახლეობა ჩემი შრომით კმაყოფილი დარჩეს."

'.$TEXT['print'].'