უკრაინის შსს-მ სააკაშვილი ძებნილთა სიაში შეიყვანა
ავტორი: გურიის მოამბე
უკრაინის შსს-მ სააკაშვილი ძებნილთა სიაში შეიყვანა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შს სამინისტროს საიტზე ძებნილთა სიაში შეიყვანეს. შესაბამისი ჩანაწერი ძებნილთა ბაზაში დღეს განთავსდა. ის ძებნაში 5 დეკემბერს გამოაცხადეს.

სააკაშვილი ძებნაში უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა გამოცხადებული -დანაშაულის მცდელობა; პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით; დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.

მიხეილ სააკაშვილის ძებნას ახორციელებს ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.


 

'.$TEXT['print'].'