"5000 ლარს ითხოვდნენ, მოკლულია ჩემი ქმარი" - მსაჯის ცხედარი მალთაყვის ტყეში იპოვეს
ავტორი: გურიის მოამბე
"5000 ლარს ითხოვდნენ, მოკლულია ჩემი ქმარი" - მსაჯის ცხედარი მალთაყვის ტყეში იპოვეს

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის ცხედარი მალთაყვის ტყეში იპოვეს. ირაკლი ტუღუში ლანჩხუღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობდა. 

საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა ოფიციალური ვერსიის ოჯახს არ სჯერა. გარდაცვლილის მეუღელე და დედა „კურიერს“ იმ ინციდენტის შესახებ უყვებიან, რომელიც მსაჯის გაუჩინარებას წინ უძღოდა.

გუშინ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯს უცნობმა პირებმა სახლში მიაკითხეს და დაძაბული საუბრის დროს ფულს სთხოვდნენ. არის ვერსია, რომ შესაძლოა, ილო ტუღუშის სიკვდილი ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდებოდეს.

„აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. დაძაბული საუბარი იყო, ფეხბურთის საქმეში არიან ისინი, ეძებენ ლანჩხუთში და ბათუმში დამნაშავეები. ე არ ვიცი რა მოხდა, ძებდნენ ჩემს ქმარს,. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა და სთხოვდნენ ჩემს ქმარს. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი,“- განაცხადა ილო ტუღუშის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა.

ანალოგიურს ჰყვება გარდაცვლილის დედა. მანანა ტუღუში ამტკიცებს, რომ მისი შვილი მოკლეს. "იკითხეს, აქ იყვნენ მოსულები. მომიკლეს შვილი და რაზე მომიკლეს არ ვიცი. ორი ბათუმელი იყო და ორი ლანჩხუთიდან, ფეხბურთის ფედერაციის ხალხი. არ გაახმაუროო გვითხრეს".

ლანჩხუთის "გურიას" წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მომხდარი შეიძლება გარიგებულ თამაშს უკავშირდებოდეს. მათივე თქმით, მსაჯს არ შეეძლო თამაშებზე რაიმე სახის გავლენა მოეხდინა.

მომხდარზე კომენტარს აკეთებს, "გურიას" დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ჩხაიძე: "ძალიან კარგი ბიჭი იყო. არ ვიცი რას უნდა უკავშირდებოდეს ეს ამბავი. გარიგებებზე ჭორები გავრცელდა. ლანჩხუთის "გურიას" გავარდნას იმდენი ჭორები მოჰყვა"...

ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მიქელაძე: "ეს სამწუხარო ინფორმაცია საათნახევრის წინ გავიგეთ და შოკი მივიღეთ. არანაირად არ შეიძლება ეს ამბავი უკავშირდებოდეს რაიმე გარიგებებს, ის ლანჩხუთელი მსაჯი იყო და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბორდთან და ვერც ექნებოდა"

ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში კი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ რამდენიმე საათის წინ გაიგეს. კომიტეტის თავმჯდომარე ვერსიას, რომ შესაძლოა, ილო ტუღუშის სიკვდილი ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდებოდეს, გამორიცხავს. ლევან მიქელაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი მსაჯი იყო და მას კავშირი არ ჰქონია გუნდთან.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.   

'.$TEXT['print'].'