"სააკაშვილი ყოველთვის მზად არის მტერს გაურიგდეს"-შაქარიშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"სააკაშვილი ყოველთვის მზად არის მტერს გაურიგდეს"-შაქარიშვილი

"სააკაშვილი ყოველთვის მზად არის მტერს გაურიგდეს და მისი თამაში ითამაშოს," -ამბობს საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვახტანგ შაქარიშვილი. მისი თქმით, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც ნათლად გამოჩნდა. "ის ყოველთვის მზად იყო და მზად არის რომ პირადი ინტერესების ვიწრო პოლიტიკური თუ მერკანტილური ინტერესებისთვის ითანამშრომლოს, გაურიგდეს მტერს. ამის ძალიან მწარე მაგალითი ჩვენთვის 2008 წელს მომხდარი აგვისტოს ომი იყო. ალბათ მარტივია დასკვნების გაკეთება, იმიტომ რომ ის ყოველთვის მოჩვენებითად ებრძვის ვითომ რუსეთს, მეორეს მხრივ ძალიან აქტიურად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობს და პარტნიორობს რუსეთთან"-ამბობს შაქარიშვილი ,,ტვ იბერიას" ეთერში.

"pirveli radio"

 

'.$TEXT['print'].'