საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ -სქემაში საქართველო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიგურირებს
ავტორი: გურიის მოამბე
საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ -სქემაში საქართველო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიგურირებს

სქემა, რომლითაც პოროშენკოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეს აყალბებდა - "კურიერმა" მოიპოვა საერთაშორისო ჰაკერული ჯგუფის წევრის ინტერვიუ, რომელსაც უკრაინის ძალოვანი უწყებები აშანტაჟებდნენ და მაქინაციების ორგანიზებას აიძულებდნენ.

პირი, რომელიც „კურიერს“ ჰაკერთა ჯგუფ ანონიმუსის წევრად გაეცნო, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში ამოქმედებულ სქემაზე საუბრობს.

იგორ მაკაროვი ასახელებს რამდენიმე ადამიანს, რომელიც, მისი ინფორმაციით, სააკაშვილის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ასეთ პირებს ადმინისტრაციის ძველი თანამშრომლები ვერ იხსენებენ. გარდა ერთისა - პროგრამისტს, რომელსაც მაკაროვის სიტყვებით, ოპერაციაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა.

ანგარიშები, რომელზეც ქართველ და უკრაინელ ჰაკერებს ევროპიდან ასობით მილიონი დოლარი და ევრო უნდა გადმოექაჩათ, საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ თურქეთის ერთ დიდ ბანკში - "თურქი ფინანს კატლიმსა" და საქართველოს ერთ უმსხვილეს ბანკში 2016 წელს გახსნა. "ფინანს კატლიმის" გავლით, სულ ცოტა, ერთი ოპერაცია ნამდვილად განხორციელდა. როგორც მაკაროვი ამბობს, ლაშა მისი დახმარებით შევიდა ანგარიშზე და დიდი ფული გადარიცხა. შემდეგ კი, 2017 წლის ოქტომბერში, მოულოდნელად გამოიძახეს კიევში, გენერალურ პროკურორ ლუცენკოსთან პირად შეხვედრაზე.

იგორ მაკაროვი დღემდე ინახავს ასობით საბუთის დედანსა და ასლს, რომელიც უკრაინელი სამართალდამცვეებისგან მიიღო. საბანკო დოკუმენტების გარდა, აქ არის საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ლატვიის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა პასპორტების მონაცემებიც, რომელთაგან ზოგიერთი, მისი ინფორმაციით, ე.წ. შავ ინკასატორად მუშაობს. ნებისმიერ ქვეყანაში შეაქვს ნებისმიერ რაოდენობის შავი ნაღდი ფული და გასამრჯელოდ თანხის 20 პროცენტს იღებს. აქვს ეჭვი, რომ ასეთი სქემის გამოყენებას სააკაშვილის შემთხვევაშიც ამზადებდნენ.

მაკაროვის წინააღმდეგ თაღლითობისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ის ორი კვირის წინ ის სააკაშვილის თანაპარტიელს, დავით საყვარელიძეს შეხვდა და საბუთების ნაწილი გადასცა.

ეს ინტერვიუ ჩაწერილია 19 ნოემბერს, რადგან მოტანილი ფაქტების ალტერნატიული დადასტურება რთული აღმოჩნდა, ეთერში აქამდე არ გასულა.

'.$TEXT['print'].'