ამ ტრაგედიას წინ უძღვოდა კონკრეტული გარემოებები-ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი შს მინისტრს მიმართავს
ავტორი: გურიის მოამბე
ამ ტრაგედიას წინ უძღვოდა კონკრეტული გარემოებები-ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი შს მინისტრს მიმართავს

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავა, საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში იქნეს გამოძიებული მსაჯის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმე. 

ის ასევე ლანჩხუთის "გურიას" თემასაც ეხება და დროებითი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც იმის დადგენას შეეცდება, რეალურად სად და რამდენად კანონიერად მიდოდა გუნდისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები:

"დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯი ილო ტუღუში, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გახლდათ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველ რიგში ვიზიარებ მისი ოჯახის ამ უდიდეს ტრაგედიას და მთელი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახას.
როგორც მისი მეუღლე და დედა რუსთავი 2-თან აღნიშნავს, ამ ტრაგედიას წინ უძღვოდა კონკრეტული გარემოებები, კერძოდ, გარდაცვლილთან მივიდნენ კონკრეტული პიროვნებები და იყო საუბარი თანხაზე. ამავდროულად, რაც ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს, იყო მცდელობა ,რომ ოჯახს არ ეთქვა საჯაროდ წინა დღეებში მოხდარი ფაქტის შესახებ, რაც ძალინ დიდ ეჭვს აჩენს და კითხვით ნიშნებს ბადებს, რატომ იყვნენ ამ ფაქტის მიჩქმალვით დაინტერესებული კონკრეტული პირები?!

როგორც ლანჩხუთის მუნიიპალიტეტის საკრებულოს წევრი შს სამინისტროს მოვუწოდებ - გამოძება ჩატარდეს მაქსიმალურად გონივრულ ვადებში და არ იქნეს მისი შეგნებულად შეფერხების მცდელობა. ასევე, მაქსიამლურად გამჭვირავალედ და ობიექტურად, რათა ისედაც გამწარებულ ოჯახსა და ლანჩხუთის საზოაგადოებას, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით არ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა.
- და ბოლოს, ლანჩხუთის "გურიას"  არასწორი მენეჯმეტისა და იმ მილონების ხარჯვაზე ისედაც არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც 2013 წლიდან დღემდე დიხარჯა და შედეგად ერთ დროს მსოფლიოში ცნობილი და ბოლოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდის გარდაცვალება მივიღეთ და ამ კატასტრობული "შედეგის" მიღება კიდევ ერთხელ ვიმეორებ არც მეტი და არც ნაკლები, მილონები დაჯდა. მე როგორ საკრებულოს წევრი უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ისედაც ვაპირებდი ამ საკითხთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნის მოთხოვნას, მაგრამ ამ ტრაგედიამ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა კავშირში იყოს "ლანჩხუთის გურიის" ბოლო თამაშთან, სადაც "გურია"კიდევ ერთი საფეხურით ჩამოქვეითთა, კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა ამ კომისიის შექმნის აუცილებლობაში, სადაც შევეცდებით დავადგინოთ რეალურად სად და რამდენად კანონიერად მიდოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები"-აცხადებს ასკურავა.

ცნობისთვის: ილო ტუღუში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობდა, ახლახანს მას 33 წელი შეუსრულდა, ათ წელზე მეტია სამსაჯო საქმიანობას ეწევა, ემსახურებოდა ეროვნული ჩემპიონატისა და სათასო გათამაშების მატჩებს.

ის დღეს მალთაყვას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

'.$TEXT['print'].'