სააკაშვილი საბჭოურ ჩვევებსა და აზროვნებას ერჩის-შტეტინა
ავტორი: გურიის მოამბე
სააკაშვილი საბჭოურ ჩვევებსა და აზროვნებას ერჩის-შტეტინა

კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას, კონსტიტუციის მოედანზე რადასთან, შეუერთდა ევროპარლამენტის წევრი ჩეხეთიდან, იარომირ შტეტინა. როგორც მან "კურიერთან" განაცხადა, ის უკრაინაში სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩავიდა და მასთან შეხვედრასაც გეგმავს.

”სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ვიცნობ, ჩემს მეგობრად მიმაჩნია, ჩემი აზრით აქ სააკაშვილი არ ასრულებს მთავარ როლს. მთავარ როლს ასრულებს ის, რომ ხალხს აწუხებს ამ ქვეყანაში არსებული კორუფცია. სააკაშვილმა აჩვენა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია, ეს მან საქართველოში შეძლო. 3 წლის წინ მე მაიდანზე ვიყავი რამდენჯერმე, დღევანდელი მოვლენები შესაძლოა მას შევადარო, თუმცა ხალხი შედარებით ნაკლებია. რაც შეეხება მიხელ სააკაშვილის დაკავების მცდელობას, ვნახე ვიდეო მასალა, ვფიქრობ, რომ მიღებული ძალისმიერი გადაწყვეტილება არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას. ისინი დილის 7 საათზე შეიჭრნენ, თითქოს ვიღაც დამნაშავე უნდა აეყვანათ. ხელისუფლებას ეს არ გამოუვიდა,"- აღნიშნა შტეტინამ.

მისივე თქმით, სააკაშვილმა უკვე შეძლო ისტორიაში შესვლა. 

"ჩემი აზრით, სააკაშვილი უკვე შევიდა ისტორიაში და თუ ის ამას მეორედაც შეძლებს, ეს კარგი იქნება, თუმცა იმავე მდინარეში შესვლა ყოველთვის ძალიან რთულია. სააკაშვილის ქმედებებში არანაირ პირად ინტერესებს არ ვხედავ, ის უკრაინის დასახმარებლად იბრძვის. სააკაშვილს ესმის, რომ საქართველოც და უკრაინაც პოსტსაბჭოთა სივრცეა, სადაც არსებობს საბჭოური ჩვევები და აზროვნება, რომელსაც სააკაშვილი ებრძვის“ - განაცხადა შტეტინამ.

'.$TEXT['print'].'