ჩაწყობილი თამაშები და გარდაცვლილი მსაჯი- ლანჩხუთის "გურიაში" ბრალდებებს პასუხობენ
ავტორი: გურიის მოამბე
ჩაწყობილი თამაშები და გარდაცვლილი მსაჯი- ლანჩხუთის "გურიაში" ბრალდებებს პასუხობენ

გარდაცვლილი მსაჯის ილია ტუღუშის ოჯახის განცხადებებს საფეხბურთო კლუბ „გურიაში“ ეხმაურებიან და ჩაწყობილ თამაშებს გამორიცხავენ. რაც შეეხებათ პირებს, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახმა მომხდართან კავშირში დაასახელა, კლუბში ამბობენ, რომ მათგან ორი - ნუგზარ ჩხაიძე და გიორგი ინაიშვილი კლუბის სტრუქტურაში ნამდვილად მუშაობენ.

„ჩვენი კლუბის სტრუქტურაში მუშაობენ ნუგზარ ჩხაიძე და გიორგი ინაიშვილი. ახალი დანიშნული სპორტული დირექტორია და ის ირაკლი ბახტაძე, ვიცნობ მაგრამ კლუბში არ არის. ინფორმაციას საიდან რას, ვინ რატომ სთხოვს და როგორ ვერაფერს გეტყვით...

ვინ გაყიდა, რა გაყიდა? ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ცუდ დღეში არის ახლა ლანჩხუთის "გურია". გამოვვარდით ეროვნული ლიგიდან და არ ვიცი ახლა ვინ გაყიდა ან გუნდმა ან მსაჯიც... ვერ ვუკავშირებ ამ თამაშს ვერანაირად. ილო რა შუაშია, ილო არ მსაჯობდა და რა ვიცი რა კავშირი ჰქონდა, ილოს როგორ შეეძლო რაღაც მანიპულირება თამაშის, მე ვერ დავუკავშირე ეს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ თამაშზე გამორიცხულია, რომ ვინმე კავშირში იყო ასეთ რაღაცეებთან"განაცხადა „ლანჩხუთის გურიის“ მწვრთნელმა დავით მახარაძემ.

'.$TEXT['print'].'