ნუ გამოგვიყვანთ თვითმკლელობამდე მიყვანის ორგანიზატორებად-"გურიას" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
ავტორი: გურიის მოამბე
ნუ გამოგვიყვანთ თვითმკლელობამდე მიყვანის ორგანიზატორებად-"გურიას" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

"ლანჩხუთის გურია" - ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძე სოციალური ქსელით გარდაცვლილი ს.ფ. ფ. არბიტრის ილო ტუღუშის ოჯახის წევრების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს პასუხობს და იმ დღის დეტალებზე ვრცლად საუბრობს, როცა ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს.

გთავაზობთ ნუგზარ ჩხაიძის წერილს უცვლელად: 

"ამ/წლის 06 დეკემბერს ს.ფ.ფ - ის არბიტრის ილო ტუღუშის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით , რომელსაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან გაურკვეველი და არასწორი ინფორმაციების გავრცელება მოყვა მე ს/კ "ლანჩხუთის გურია" - ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძე საჭიროდ ვთვლი საზოგადოებას მივაწოდო ჩემთვის ნაცნობი და გულწრფელი ინფორმაცია.
პირველ რიგში კლუბის სახელით მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა ჩვენი უმცროსი მეგობრის ილოს გარდაცვალების გამო, მიუსამძიმრო ოჯახს, მის მეგობრებს ახლობლებს და კოლეგებს, ყველას ვინც ამ შესანიშნავ და საყვარელ პიროვნებას იცნობდა.
მე პირადად მასთან ,როგორც არბიტრთან ჩემი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად მქონდა საუბრები და კონსულტაციები, ვითვალისწინებდი მის რჩევებსა და დარიგებებს, ჩვენი საუბრები ყოველთვის კონსტრუქციული და ობიექტური იყო, არასდროს ჩვენი შეხედულებები წინააღმდეგობაში არ მოდიოდა, სწორედ ასეთი მეგობრული ურთიერთობის გამო თელავში ჩატარებული მატჩისას მსაჯის არაობიექტურობის გამო, როდესაც გავიგეთ 03 დეკემბერს ლანჩხუთში თელავთან მატჩის მომსახურე არბიტრების შემადგენლობა ბუნებრივია მე მას დაურეკე და ვკითხე როგორი იყო მისი შეხედულება აღნიშნულ სამსაჯო ბრიგადასთან დაკავშირებით, რაზედაც მან ტელეფონშივე მიპასუხა , რომ ძალიან კარგი შემადგენლობაა პატიოსანი ბიჭები არიან, სანერვიულო არაფერი გაქვთ, ყველას კარგად ვიცნობ და მე როგორც ლანჩხუთელს შემიძლია მათ ვთხოვო, რომ ჩემი “ლანჩხუთის გურია” არ დამიჩაგროთო, თან შემეკითხა სად ვიყავი ფიზიკურად, მე ვუთხარი რომ ვარ ლანჩხუთში და მთხოვა , რომ შევხვედროდით ერთმანეთს, რაზედაც მე რა თქმა უნდა თანხმობა მივეცი და შევთანხმდით , რომ მე მის ზარს დაველოდებოდი.ეს ყველაფერი ხდებოდა 01 დეკემბერს სადღაც 13 დან 15 საათამდე. შემდეგ მე და კლუბის ფინანსური დირექტორი გრიგოლეთის ბაზაზე წავედით ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან შესახვედრად. სადაც მათთვის უნდა გაგვეცნო გადამწყვეტი მატჩისათვის კლუბის დირექციის მიერ შემუშავებული ფეხბურთელების წამახალისებელი პრემიის ბრძანება. საღამოს ალბათ 20 საათისთვის დამირეკა და მკითხა სად ვიმყოფებოდი და მე ვუპასუხე რომ ვარ გრიგოლეთის ბაზაზე, მაშინ მან მითხრა რომ მანდ მოვალო და სადღაც 1 საათის ინტერვალში მოვიდა. ჩავჯექით ჩემს მანქანაში და ვილაპარაკეთ ისევ მსაჯთა შემადგენლობაზე, სადაც მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამ ბიჭების პატიოსნებას და კვალიფიკაციას. ამის შემდეგ მითხრა , რომ პირადი თხოვნა მაქვს და მინდა ფინანსური დახმარება, რაზედაც მე ვუპასუხე , რომ არაფრის საშუალება არ მქონდა. ამის შემდეგ მთხოვა , რომ მეთხოვა გიორგი იმნაიშვილისათვის , რომელიც იმ მომენტში ბაზაზე იმყოფებოდა , მე ვუთხარი , მაგას შენც იცნობ , ისეთი ბიჭია არ გაგაწბილებს და ჯობია შენ უთხრათქვა. (გიორგი იმნაიშვილის შესახებ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ) გადმოვიდა მანქანიდან და შევიდა იმ ოთახში სადაც გიორგი და მისი მეგობარი იმყოფებოდა. რამდენიმე წუთის მერე გამოვიდა მითხრა , რომ ჯიგარი ბიჭი ყოფილაო, დამემშვიდობა და თავისი მანქანით წავიდა. როგორც შემდეგ გავიგე მას უთხოვია გიორგისთვის სწორედ ის თანხა , რაზედაც ამჟამად არის საუბრები, რაც გიორგის მეორე დღეს მისთვის უსესხებია. ფიზიკურად ილო მე მეორე დღესაც ვნახე, 3 დეკემბერს თამაშის დღესაც, გვქონდა ჩვეულებრივი შეხვედრა და საუბარი იმის დამატებით , რომ მან მეორე დღეს როცა გიორგის ფული მიუცია ბათუმში ჩემთან კიდევ ერთხელ დაადასტურა მისდამი პატივისცემა და მადლიერება. 
05 დეკემბერს კლუბის ოფისში ვიმყოფებოდი, ალბათ 3 - 4 საათი იქნებოდა, გიორგიმ დამირეკა და მითხრა , რომ ილო უნდა ჩამოსულიყო , არ მპასუხობს და იქნებ შენ გადაურეკოო, მე რადგანაც ვიცოდი მისი დახმარების შესახებ ვკითხე ალბათ მაგიტომ ურეკავთვა და ვუთხარი რომ მე გადავურეკავდი და პასუხს შევატყობინებდი. დავურეკე ილოს მიპასუხა რომ ვიღაცას ელოდებოდა და აუცილებლად ბათუმში ჩავიდოდა, მე ვთხოვე რომ მას პირადად დაერეკა გიორგისთვის , რაზეც მიპასუხა რომ უკვე ველაპარაკე და მელოდებაო. საღამოს 6 საათი იქნებოდა , რომ გიორგის დავურეკე და ვკითხე თუ ჩამოვიდა მეთქი, არ ჩამოსულა და არც ტელეფონს პასუხობსო, მეც დავიწყე რეკვა ილოს ტელეფონზე, არც მე მიპასუხა , ამის შემდეგ მე დავურეკე ილოს მეგობარს და ვკითხე ხო არ ქონდა კონტაქტი მასთან, მითხრა არა ჩვენც ვეძებთო, ამის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ სოფელში ჩავსულიყავით. ჩავედი ჩოჩხათში გიორგის ჩამოსვლამდე ვიდექი ჩოჩხათის ცენტრში სადაც იდგა პოლიციის საპატრულო მანქანა, შემდეგ მე მივედი პირველად ჭიშკართან, დავიძახე, შორიდან გამომეძახა ვფიქრობ დედამისი იყო, ვკითხე ილო ხომ არაა სახლში, მითხრეს არააო, შემეკითხა ვინ ხარო, დავუძახე ილოს მეგობარი ვარ ნუგზარ ჩხაიძე, მან მითხრა , რომ ჩვენც ვეძებთ შვილო და ვერ ვპოულობთო. მოვბრუნდი უკან და დაველოდე სოფლის ცენტრში მათ ჩამოსვლას, ჩამოვიდნენ მათ მანქანა დატოვეს ჭიშკართან და ჩემი მანქანით ავედით ილოს კოლეგასთან, მოიკითხეს , რომელიც სახლში არ აღმოჩნდა, ჩამოვედით და დავიძახეთ ილოს ოჯახში, ჭიშკართან ჩამოვიდნენ მამა, დედა და მეუღლე, ვკითხეთ სად შეიძლებოდა ილოს ნახვა, დედამ სიტყვა სიტყვით გვიპასუხა , რომ დილას რომ ადგა, ძალიან შეწუხებული და უხასიათოდ იყოო, ამ დროს მეუღლემ იკითხა რაშია საქმე , რატო ეძებთო? ფეხბურთის ფულთან დაკავშირებით ხომ არაო?.. მე გამიკვირდა მისი ტონიც და კითხვის შინაარსიც. რა ფეხბურთის ფული მეგობრიდან ნასესხები ქონია და ამიტომ უნდა მისი ნახვათქვა. შემეკითხა შენ ვინ ხარო? ვუთხარი რომ ნუგზარ ჩხაიძე ვარ და შენ როგორ ვერ მიცანი მეთქი. ამ დროს ჩვენ სამიდან ერთერთმა ირაკლი ბახტაძემ უთხრა მე ირაკლი ვარ ილოს მეგობარი, გიორგი იმნაიშვილმაც უთხრა მისი პიროვნების შესახებ. ერთი სიტყვით იქ ისეთი საუბარი წარიმართა, რომ შემიძლია ხატის წინაშე ჩემი ექვსი შვილიშვილი დავიფიცო , რომ არავითარ ზეწოლას ადგილი არ ქონია, არავითარი ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა, ასეთი რამ რომ ყოფილიყო დაახლოებით 150 მეტრში მყოფი პოლიციის ეკიპაჟი უთუოდ გაიგონებდა და მოვიდოდა, აქვე ავღნიშნავ, რომ მესმის ოჯახის გამწარებული მდგომარეობა, თანავუგრძნობ მათ, მაგრამ როგორც სატელევიზიო სიუჟეტებში ვნახე მუქარაში და ზეწოლაში ისინი თუ იმას გულისხმობენ , რაც ერთერთმა ქალბატონმა გიორგის და მის მეგობარს უთხრა , რომ რატომ ასესხეთ მერე ფულიო ეს ჩემი აზრით ზეწოლა და მუქარა კი არა მათი ოჯახის წევრისადმი გამოხატული თანაგრძნობაა და მეტი არაფერი. როგორც მახსენდება იქ ასეთი საუბარიც იყო, როცა გიორგიმ უთხრა ქალბატონო მე ასეთი კაცი არა ვარ , რომ ასეთ საქმეზე პიროვნება შევავიწროვო, მე ხვალ ჩემ საქმეზე წასასვლელი ვარ , მან ძაან კარგად იცის ვის შეიძლება ეს ფული დაუტოვოს , აგერაა ირაკლი თქვენი ახლობელი ყოფილა ,ილოს გადაეცით მე თუ არა ეს ხალხი ნახოსო. დავემშვიდობეთ, მე პირადად ბოდიში მოვუხადე შეწუხებისათვის მე წამოვედი გულიანის მხრიდან ლანჩხუთში, ხოლო ისინი წავიდნენ ბათუმში. 
მეორე დღეს ვგებულობ ამ საშინელ ამბავს.
ჩემთვის ყველაფერ ამ გაუგებრობაში მოხვედრა არ არის პრობლემა და ტრაგედია. ჩემთვის ტრაგედია და გულსატკენი არის ილოს დაკარგვა. მისი სახით მე დავკარგე უცროსი მეგობარი, რომელთანაც ურთიერთობა მე არ მიქმნიდა დისკომფორტს , მისგან ბევრ რამეს ვსწავლობდი , მასთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო იყო, მაგრამ ბოლოს მასზე მაინც ნაწყენი ვარ, რატომ არ მითხრა თუ ასეთი პრობლემები ქონდა. ხომ იცოდა რომ გვერდით დავუდგებოდი და არ მივატოვებდი...
ილოს ჩემთვის ეს არ უნდა ეკადრებია... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...

ეხლა მინდა ჩემი აზრი გითხრათ გიორგი იმნაიშვილზე და ირაკლი ბახტაძეზე.

გიორგი მე გავიცანი სულ რაღაც 2 თვეა , მე როგორც ვიცი ის ს/კ „ლანჩხუთის გურია“ - ში მუშაობდა 2015 -2016 წლებში. მასზე გამიგია ,რომ არის საფეხბურთო საქმეში ღრმად გაცნობიერებული პიროვნება, ფეხბურთელებთან ამყარებდა კარგ ურთიერთობას , ფეხბურთელებს და კლუბს ედგა მხარში როგორც ფინანსურად ასევე საფეხბურთო კარიერის სწორად წარმართვაში. როდესაც მისი სახელი გაჟღერდა , რომ შესაძლებელი იყო მისთვის შეეთავაზებინათ კლუბში დაბრუნება მე რა თქმა უნდა თანხმობა განვაცხადე და ვთქვი, რომ ამ გაჭირვების ჟამს საჭირო იყო მისი კლუბში მოწვევა , როდესაც მის ხედვას და საუბრებს ვაკვირდებოდი დავრწმუნდი , რომ იგი „ლანჩხუთის გურია“ - სათვის საჭირო კაცი იყო. ამიტომ მეც პირადად ვთხოვე დამდგარიყო ჩვენს გვერდით. რაიონის მომავალ ხელმძღვანელობასაც შევახვედრე. ჩემი პოზიცია ამ შეხვედრაზე ცალსახად დავაფიქსირე. იყო სხვა შეხვედრებიც , მაგრამ სამწუხაროდ საკითხი ბოლომდე არ გადაწყდა. არ ვიცი თავი ვინ და რატომ შეიკავა, თუმცა მე მასთან მადლობელი ვარ , რომ ოფიციალური სტატუსის მიუხედავად მან გაითვლისწინა კლუბის დირექტორატის მეგობრული თხოვნა და იგი ბოლომდე დარჩა ჩვენს გვერდით, გურიას გვერდით და ლანჩხუთელების გვერდით, არაფერზე უკან არ დაუხევია იმიტომ , რომ მას უყვარს ლანჩხუთელები , ფეხბურთი და ფეხბურთელები და ამას ყველაფერს დანახვა და დაფასება ჭირდება, უმადურობა და დაუნახაობა 
ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია. 
რაც შეეხება ირაკლი ბახტაძეს, ის ლანჩხუთის გურიას ყოფილი ფეხბურთელია, ლანჩხუთელ ფეხბურთელებს , რომ იტყვიან ბევრს გაუწალდა გზა თურქეთში , რომლებიც დღეს წარმატებულები არიაან თავიანთ კლუბებში. გურიას ბაზაზეც იმ საღამოს თამაშის წინ დღით გიორგიმ ირაკლი იმიტომ ჩამოიყვანა , რომ შეეხვედრებინა გურიას 2 მოქმედი ფეხბურთელისათვის, გაეცნო მათთვის და უთხრა: რომ ეძებთ ირაკლი ბახტაძეს სხვადასხვა გზებით, აგერ არის ეს კაცი , მოინდომეთ ეს პრინციპული და გადამწყვეტი მატჩი მოიგეთ და ჩათვალეთ , რომ თურქეთის თქვენთვის მისაღებ და შესაფერის კლუბში მომავალი სეზონიდან ჩარიცხულები ხართ. მე არ შემიძლია გადმოგცეთ ამ ბიჭების სიხარული და ემოცია , რაც ამ შეხვედრამ და საუბარმა გაამოიწვია. როგორც ვიცი როდესაც ცხონებულმა ილომ გიორგის ფული ესესხა გრიგოლეთის ბაზაზე შეხვედრის დროს , ამ საუბარს ირაკლიც ესწრებოდა და სწორედ ამიტომ იყო ალბათ იმ საღამოს ჩამოსული სოფ. ჩოჩხათში. 
ყოველივე რაც ზემოთ ავღნიშნე არის ის, რაც ჩემთვის ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით არის ცნობილი. ამ განცხადებაზე პასუხისმგებელი ვარ მისი ხსოვნის, ოჯახის და მეგობრების წინაშე. თუმცა მე როგორც ამ კლუბში, ამ თანამდებობაზე მომუშავე პიროვნებას მაქვს ჩემი სამსახურეობრივი უფლებები და არ ვარ ვალდებული კლუბის კონფიდენციალური ინფორმაცია , რომელიც ჩვენს პროფესიულ სამსახურეობრივ მდგომარეობას ეხება ვინმეს ანგარიში ჩავაბარო. რაც შეეხება 06 დეკემბრის საღამოს 21 საათიდან ტელეკომპანია „რუსთავი - 2“ ში დაწყებულ და დღემდე გაგრძელებულ სხვადასხვა ტელევიზიებით გავრცელებულ სიუჟეტებს , ზოგიერთი ინფორმააცია აცდენილია რეალობას დროში და სივრცეში, ამიტომ მოუწოდებ და კატეგორიულად მოვითხოვ , როგორც ჟურნალისტებისაგან , ისე სხვებისგანაც ნუ ვისარგებლებთ გარდაცვლილი ანგელოზი კაცის სახელით და ნურც ჩვენ გამოგვიყვანთ თვითმკლელობამდე მიყვანის ორგანიზატორებად.
დაველოდოთ გამოძიების შედეგებს....

პატივისცენით და დიდი გულისტკივილით ნუგზარ ჩხაიძე'-ნათქვამია წერილში.

'.$TEXT['print'].'