დიდი გარიგება ციხეში-ვანო მერაბიშვილის საქმის ახალი დეტალები
ავტორი: გურიის მოამბე
დიდი გარიგება ციხეში-ვანო მერაბიშვილის საქმის ახალი დეტალები

ახალი დეტალები ვანო მერაბიშვილის საქმეში, რომელსაც "კურიერს" საპატიმროდან კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებული უყვება. "რუსთავი 2-ს" მატროსოვის ციხიდან ყოფილი სპეცრაზმელი გიორგი ცააძე დაუკავშირდა.

ის ამბობს, რომ საკუთარი ყურით მოისმინა სკანდალური ისტორია, რომ მერაბიშვილი საკნიდან მოგვიანებით კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, იასონ მილაძემ და გიორგი გულბიანმა გაიყვანეს. თუმცა ისინი მოგვიანებით კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გიორგი ცააძესთან და ირაკლი ფირცხალავათან ერთად დააკავეს, მაგრამ ცააძის თქმით, ციხეში დიდი გარიგება შედგა და ორივე დუმილის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეში არსებული საეჭვო გარემოებების ფონზე, უფლებადამცველები ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება უნდა მოხდეს და ეს გადაწყვეტილება შესაბამისმა კომისიამ, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს. 

ვანო მერაბიშვილის საქმის მსგავსად, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ილგარ მამედოვის მიმართ პატიმრობით ევროკონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროსასამართლოს განაჩენის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაავალა,  ოპოზციის ლიდერი, ილაგარ მამადოვი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

ზუსტად იგივე მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეშიც, ამიტომ ყოფილი პრემიერის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ევროსაბჭოს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა მიიღოს და მერაბიშვილისთვის ციხის კარი გააღოს.

ადვოკატების თქმით, სამართლებრივად საქართველოს ხელისუფლება 21 ნოემბრიდან ვალდებულია, მერაბიშვილის საქმე პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ფარგლებში განიხილოს. მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა მისი საკნიდან ფარულად გაყვანის გამო დაადგინა. ვინ და როგორ გაიყვანა მერაბიშვილის ციხიდან, "კურიერისთვის" ამ საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

'.$TEXT['print'].'