რატომ არის ბუხართან წინდების დაკიდება და მანდარინი შობა-ახალი წლის ერთ-ერთი სიმბოლო
ავტორი: გურიის მოამბე
რატომ არის ბუხართან წინდების დაკიდება და მანდარინი შობა-ახალი წლის ერთ-ერთი სიმბოლო

ადამიანების უმრავლესობას შობა-ახალი წელი მანდარინის და ფორთოხლის გარეშე ვერ წარმოუდგენია. საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია?!

არსებობს ორი ვერსია:

პირველი ის რომ ახალი ხილი ზამთარში ფუფუნებად ითვლებოდა და შესაბამისად მისი ჩუქებაც. ამიტომ მანდარინით და ფორთოხლით რთავდნენ ნაძვის ხეებსაც და საჩუქრადაც ხშირად ჩუქნიდნენ.

მეორე ვერსია წმინდა ნიკოლოზს - პირველ "სანტა კლაუსს" უკავშირდება, არსებობს გადმოცემა, რომ ქალაქში სადაც წმინდა ნიკოლოზი ცხოვრობდა, ერთი გაჭირვებული კაცი, რომელსაც 3 გოგო ჰყავდა, იძულებული გახდა თავისი შვილების სილამაზით ეშოვა ფული და მათი ბორდელში მიყვანა გადაწყვიტა, ეს ასეც მოხდებოდა რომ არა წმინდა ნიკოლოზი. მან გაჭირებულ ოჯახს ოქროები საბუხრედან ღამით ჩაუყარა, ოქრო მონეტები ცეცხლთან გასაშრობად დაკიდებულ წინდებში ჩაიყარა და სწორედ იქ იპოვეს დილით ოჯახის წევრებმა.

ამის შემდეგ ადამიანებმა ტრადიციად აქციეს ბუხართან წინდების დაკიდება და იქ ოქროსფერი მანდარინების და ფორთოხლების ჩაწყობა, როგორც სიმბოლო წინდა ნიკოლოზის მიერ ნაჩუქარი ოქროსი.

წყარო: "ნიუპოსტი"

'.$TEXT['print'].'