მე დღეს ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება ატყუებდეს ხალხს და ძალობდეს მასზე-ნიკუშა შენგელაია
ავტორი: გურიის მოამბე
მე დღეს ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება ატყუებდეს ხალხს და ძალობდეს მასზე-ნიკუშა შენგელაია

ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "ფაბრიკაში" მხატვარი ნიკუშა შენგელაია აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხალხს არ ატყუებს და მათზე არ ძალადობს, სწორედ ამის მიზეზად ხსნის შენგელაია იმას, რომ ის პოლიტიკურ თოქ -შოუებში არ მონაწილეობს: 

" როცა რაღაც პროტესტის გრძნობა გეუფლება, როცა ხედავ, რომ შენი ხელისუფლების მხრიდან არის ძალადობა შენს ხალხზე, ამას ხედავ და აპროტესტებ, მაშინ მონაწილეობ ასეთი ტიპის თოქ-შოუებში. დღეს რადგან არ ვმონაწილეობ, ე. ი ასეთი რამ არ ხდება. ზოგადად დღეს საქართველოში ბევრი პრობლემაა, სოციალური, ეკონომიკური, განათლების კუთხით, მაგრამ დღეს მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება არ ისმენდეს, ტყუოდეს, ძალადობდეს თავის ხალხზე"-განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.  

'.$TEXT['print'].'