შსს: "გუჯაბიძის, კვაჭანტირაძის, ფოცხიშვილის და ტარიელაძის მკვლელობებთან დაკავშირებით ილა კეჭაყმაძე არ დაკითხულა"
ავტორი: გურიის მოამბე
შსს: "გუჯაბიძის, კვაჭანტირაძის, ფოცხიშვილის და ტარიელაძის მკვლელობებთან დაკავშირებით ილა კეჭაყმაძე არ დაკითხულა"

ოზურგეთში ბოლო წლებში მომხდარი, გავრცელებული ინფორმაციით,  შეკვეთილ მკვლელობებთან (გუჯაბიძის, კვაჭანტირაძის, ფოცხიშვილის და ტარიელაძის)  დაკავშირებით ილა კეჭაყმაძე დაკითხული არ არის.

ამ ინფორმაციას შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტი, კერძოდ, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი, სერგი ბზიშვილი ავრცელებს.

ილა კეჭაყმაძის მხარის შეკითხვას, გაგზავნილს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტისათვის - არის თუ არა ილა კეჭაყმაძე ამ მკვლელობებთან კავშირში, ბზიშვილი უპასუხოდ ტოვებს და გაცემულ პასუხში იტყობინება:

"რაც შეეხება ზემოაღნიშნულ მკვლელობებთან ილა კეჭაყმაძის კავშირს და მის შესაძლო დაკითხვას, გაცნობებთ, რომ ილა კეჭაყმაძე მკვლელობებთან დაკავშირებით არ დაკითხულა, ვინაიდან მისი დაკითხვის აუცილებლობის საკითხი არ დამდგარა".

რატომ აარიდა გურიის პოლიციამ პირდაპირ პასუხს თავი-ილა კეჭაყმაძის ამ გახმაურებულ მკვლელობებთან შესაძლო კავშირთან, ან, რატომ არ უარყო ეს ინფორმაცია, ან კიდევ რატომ თავშივე არ გამორიცხა, ეს, შესაძლებელია თუ არა ის დაიკითხოს? - ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისათვის: პოლიციის გურიის დეპარტამენტისა და ილა კეჭაყმაძის მხარის მიმოწერა "გურიის მოამბეს" თავად კეჭაყმაძის მხარემ მიაწოდა.

'.$TEXT['print'].'