პურზე ფასის მატების ნაცვლად, სავარუდოდ მისი წონა შემცირდება
ავტორი: გურიის მოამბე
პურზე ფასის მატების ნაცვლად, სავარუდოდ მისი წონა შემცირდება

ექსპერტების ვარაუდით, ლარის კურსის ვარდნასთან ერტად, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების გაზრდა, გავლენას მოახდენს ნებისმიერი სახის პროდუქტის ფასზე და თუ გასულ თვეში ოჯახებს 50 ლარით გაუძვირადთ ცხოვრება, მომავალ თვეებში კიდევ 22 ლარით შეიძლება გაძვირდეს. 

ის რომ საწვავზე, ბოსტნეულზე, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი, ეს საქსტატის ოფიციალური მონაცემებითაც ჩანს. 

რაც შეეხება პურს, რომელიც ოჯახების გარკვეული რაოდენობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს, რადგან მათი ყოველდღიური მენიუ ხშირად მხოლოდ პურით, კარტოფილით და ყველაზე იააფასიანი პროდუქტებით არის განსაზღვრული, ექსპერტების ვარაუდით არ გაძვირდება, თუმცა წონაში დაიკლებს. 

"პურპროდუქტების ასოციაციის" ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე მიიჩნევს, რომ მაშინ როცა ფურის თვითღირებულებაში ფქვილს 60%-ი უჭირავს, წისქვილები დიდი მოცულობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, ცხობა კი გაზზე ხდება, ამას ცხობის გაზრდილი ხარჯები დაემატება. 

მისი აზრით, კონკრეტულ მოცემულობაში მწარმოებლების მხრიდან ეს არა პურზე ფასის, არამედ მასზე წონის დაკლების გადაწყვეტილებას გამოიწვევს. 

"ქვეყანა ყოველ წელს დაახლოებით 800 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, საქართველოში კი მხოლოდ 300 000 ტონას აწარმოებენ. გაძვირებული ფქვილის გამო, 2017 წელს კომპანიებმა "ქამრები შემოიჭირეს" და შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე მათ თანამშრომლების შემცირებაც მოუხდათ , სხვა გზა არ ჰქონდათ"-აცხადებს დოლიძე. 

'.$TEXT['print'].'