"ქართული ოცნება - მწვანეები"-ოზურგეთის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნება
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართული ოცნება - მწვანეები"-ოზურგეთის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნება

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქციის " ქართული ოცნება - მწვანეები" -ს შექმნის თაობაზე იმსჯელეს. საკითხის ირგვლივ დადებითი დასკვნა სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე შიმუშავა. 
"კომისიამ შეისწავლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“-ს მიერ ფრაქციის დარეგისტრირების მიზნით წარმოდგენილი მასალები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან" - ნათქვამია დასკვნაში.
კომისიის აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, ფრაქციის დარეგისტრირებაზე უკვე ბიურო იმსჯელებს.
ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები" სამი წევრითაა წარმოდგენილი, მას გენო ჩავლეშვილი უხელმძღვანელებს, მოადგილედ ხათუნა ცერცვაძე აირჩიეს, ხოლო მესამე წევრი სოფელ ჯუმათის მაჟორიტარი მერაბ ბერიძეა.

'.$TEXT['print'].'