შეეწირა თუ არა სამი ასწლოვანი ევკალიპტი ბიძინა ივანიშვილის გატაცებას
ავტორი: გურიის მოამბე
შეეწირა თუ არა სამი ასწლოვანი ევკალიპტი ბიძინა ივანიშვილის გატაცებას

აჭარაში დღეს რამდენიმე ასწლოვანი ევკალიპტი ძირში გადაჭრეს. ევკალიპტები, რომლებიც დღეს მოჭრეს, სოფელ ხუცუბანში ას წელზე მეტია ხარობს. 3 ასწლოვანი ხე ადგილზევე დაჭრეს და სატვირთო ავტომობილებით ნაწილ-ნაწილ გაიტანეს. ამ სამუშაოების გამო, დროებით გადაიკეტა საავტომობილო გზა.

ასწლოვან ევკალიპტებს გზა სავარაუდოდ, სხვა ხეებისთვის დაათმობინეს. ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრში, ყოფილი პრემიერის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად 5 მცენარეა გამზადებული. ხეები უკვე ამოთხრილია და სპეციალურ სადგამზე დევს. იმისთვის, რომ ივანიშვილის ტვირთი შეკვეთილში წაიღონ, მან სწორედ ეს საავტომობილო გზა უნდა გაიაროს. გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც სოფელ ხუცუბანში გზისპირას მდებარე ევკალიპტებისმოჭრას პირადად ხელმზღვანელობდა, ამტკიცებს, რომ ხეებს ყოფილი პრემიერის ტვირთის გასატარებლად არ ჭრის და ასწლოვანი ევკალიპტებისგან გზას ადგილობრივი მცხოვრებლების საჩივრის გამო ათავისუფლებენ.

ხუცუბანში დღეს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მიმდინარე სამუშაოები გააპროტესტეს და ხეების ჭრის შეჩერება მოითხოვეს.

ქობულეთის მერი ამბობს, რომ 3 ასწლოვანი ევკალიპტი ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე მოიჭრა.

'.$TEXT['print'].'