ქართველი ექიმები B ტიპის ვირუსის გავრცელებას პროგნოზირებენ
ავტორი: გურიის მოამბე
ქართველი ექიმები B ტიპის ვირუსის გავრცელებას პროგნოზირებენ

ქართველი ექიმები გრიპის ახალი ვირუსის გავრცელებას პროგნოზირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში B ტიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპაში გავრცელებული ვირუსული ინფექცია ქვეყანაში მალე გავრცელდება. ხშირ შემთხვევში ახალი ვირუსი გართულებებით მიმდინარეობს. B ტიპის გრიპის ვირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, სახსრების, კუნთების, თავისა და ყელის ტკივილი ხველებით.

B ტიპის ვირუსის საქართველოში დაფიქსირებას მედიკოსები 2-3 კვირაში ელიან.

გრიპის ვირუსის გავრცელებისას რისკჯგუფს წარმოადგენენ ქრონიკული დაავადებების და დიაბეტის მქონე პირები, მოხუცები, ორსულები და 2 წლამდე ბავშვები.

სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს. 

'.$TEXT['print'].'