ავტომანქანა, რომელშიც ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ბორდიულს შეეჯახა, 30 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
ავტორი: გურიის მოამბე
ავტომანქანა, რომელშიც ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ბორდიულს შეეჯახა, 30 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

რამდენიმე საათის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე. 

მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ბორდიულს შეეჯახა. ოჯახი ჯუმათიდან ოზურგეთის მიმართულებით მგზავრობდა.

საჭესთან მჯდომი 30 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, მრავლობითი მოტეხილობებით ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი გარდაცვლილის მეუღლე.

როგორც საავადმყოფოს მორიგე ქირურგმა, ტიტე მგელაძემ გვითხრა, 30 წლის ქალბატონს წვივის, მენჯისძვლის და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.

რაც შეეხება მანქანაში მყოფ მათ მცირეწლოვან შვილს, მას მცირე სისხლჩაქცევები აღენიშნება, ის ამ დრომდე ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში რჩება. 

გარდაცვლილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითადანაა. ამ წუთებში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის ეზოში არიან შეკრებილები, რომლებიც, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ცხედარის  ბათუმის პროზექტურაში გადაგზავნას ეწინააღმდეგებიან. 

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით მიმდინარეობს. 

 

'.$TEXT['print'].'