ოზურგეთში მესამე ოქროს მედალიც მოდის-დავით ჩხარტიშვილი საქართველოს ჩემპიონია
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში მესამე ოქროს მედალიც მოდის-დავით ჩხარტიშვილი საქართველოს ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 2018 წლის სეზონი შიდა კონკურენციით გახსნეს. "ახალი თბილისის” სპორტულ კომპლექსში მდებარე ფრენბურთის დარბაზში გაშლილ ხალიჩაზე დღეს, დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიიდან ჩემპიონ - პრიზიორები უნდა გამოვლინდნენ.

ეს ესაა დასრულდა ფინალი 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მონაწილეთა შორის სადაც ოზურგეთელმა დავით ჩხარტიშვილმა რამაზ სურმანიძე დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

დავით ჩხარტიშვილი გასულ წელს 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის თავის წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონია.

ბრინჯაო ერგო კიდევ ერთ ოზურგეთელ ძიმისტარიშვილს, ხოლო კიდევ ერთი ოზურგეთის ჭიდაობის სკოლის აღზრდილი ცინცაძე მესამე ადგილისათვის იჭიდავებს.

ეს შედეგი უპრეცენდენტოა ოზურგეთის ჭიდაობის სკოლისათვის და შესაძლოა ასევე პირველად ისტორიაში ოზურგეთმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავოს.

აქვე გთავაზობთ საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, პირველი და მეორე დღის შედეგებს, რომელსაც ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო დაემატება და ასევე გვრჩება კიდევ ერთი ბრინჯაოს აღების შანსი.

55 კგ
1. ნუგზარ წურწუმია (ხობი)
2. ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)
3. კახა ირემაძე (აჭარა)
3. ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)

63 კგ
1. ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
2. ლერი აბულაძე (აჭარა)
3. ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
3. ხვიჩა ჭითავა (სენაკი)

72 კგ
1. იური ლომაძე (ოზურგეთი)
2. რამაზ ზოიძე (აჭარა)
3. გ. ხუჭუა (ოზურგეთი)
3. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი - ორც)

82 კგ
1. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
2. ლაშა გობაძე (აჭარა)
3. აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
3. რუდოლფ ოგანეზოვი (თბილისი)

97 კგ
1. კოკა კირცხალია (თბილისი)
2. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
3. ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)
3. ვალერი მურვანიძე (ოზურგეთი)

თბილისის ოლიმპიური პარკის ფრენბურთის დარბაზში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 10 იანვარს მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდა.

55 კგ. 

ფინალურ შეხვედრაში ნუგზარ წურწუმია და ზურაბ მაჭარაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა წურწუმიამ გაამართლა ფავორიტის სტატუსი და დიდი უპირატესობით წარმართა შეხვედრა. ნუგზარს წუთზე ნაკლები დასჭირდა ოქროს მედლის მოსაპოვებლად. ზურაბ მაჭარაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

63 კგ.

საინტერესო ბრძოლა შედგა 63 კგ. წონით კატეგორიაში. ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე ჩემპიონმა ლევან ქავჟარაძემ დამაჯერებლად წარმართა შეხვედრა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ჭაბუკებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა ლერი აბულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ლევან ქავჟარაძემ ფინალში ლერი აბულაძე დაამარცხა

72 კგ.

დიდ ინტერესს იწვევდა ფინალი, რომელშიც რამაზ ზოიძე და იური ლომაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ზოიძე ტიტულოვანი ფალავანია, არაერთგზის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია სხვადასხვა ასაკობრივ შეჯიბრებებში, თუმცა ამჯერად დამარცხდა და ოქროს მედალი იური ლომაძეს დაუთმო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლომაძე, რომელიც პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი, ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა.

რამაზ ზოიძის და იური ლომაძის ფინალი

82 კგ.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა 82 კგ. წონითი კატეგორიის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ტიტულოვანი ფალავნები დაუპირისპირდნენ. ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ორ-გზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, ლაშა გობაძე ევროპის ორ-გზის ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის. დაძაბულ ორთაბრძოლაში დათუნაშვილმა გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა, გობაძე კი ვერცხლს დასჯერდა.

ზურაბ დათუნაშვილი ლაშა გობაძის წინააღმდეგ

97 კგ.

რევაზ ნადარეიშვილმა 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, კუკური კირცხალია კი საქართველოს ჩემპიონატს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, კირცხალიამ ოქროს მედალი სწორედ ნადარეიშვილთან ორთაბრძოლაში მოიპოვა. ეს ორთაბრძოლა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, მძიმე ბრძოლაში გამარჯვება კირცხალიას დარჩა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. 

რევაზ ნადარეიშვილის და კუკური კირცხალიას ორთაბრძოლა
'.$TEXT['print'].'