ჩაქვში, დენდროლოგიურ პარკში გადასატანი ხეების გამო, 50-მდე ხე მოიჭრა
ავტორი: გურიის მოამბე
ჩაქვში, დენდროლოგიურ პარკში გადასატანი ხეების გამო, 50-მდე ხე მოიჭრა

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან 50-მდე მრავალწლოვანი ხე მოჭრეს. ხეების მოჭრა კი საჭირო გახდა თაფურის ჯიშის იშვიათი ხეების გადასატანად, რომელიც ჩაქვიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკში გადააქვთ.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ინსი“ აწარმოებს, რომელმაც "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ხეების მოჭრის ნებართვა წარმოუდგინა. დოკუმენტი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიერაა გაცემული. ხეების მოჭრის პროცესი "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. ისინი პასუხს ითხოვენ აჭარის მთავრობისგან, თუ რატომ გაიცა ნებართვა ხეების ჭრაზე.

წყარო "კურიერი"

'.$TEXT['print'].'