ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია, ისე იზამენ, სააკაშვილს მოანატრებენ ხალხს"
ავტორი: გურიის მოამბე
ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია, ისე იზამენ, სააკაშვილს მოანატრებენ ხალხს"

"მთელი წლის განმავლობაში კარდაკარ დავდიოდი, რუსთაველის იუბილე ჩავატაროთ, თორემ შერცხვება ქვეყანა-მეთქი. უცხოელი მწერლები გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, ჩვენი ხარჯით ჩამოვალთო. ერთი იუბილე ვერ ჩაატარეს, პასუხიც კი არ გამცა არც კულტურის მინისტრმა და არც პრემიერ-მინისტრმა. ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია, ისე იზამენ, რომ მიშა სააკაშვილს მოანატრებენ ხალხს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მწერალი რეზო მიშველაძე, რომელიც, ამავე დროს, კულტურის სამინისტროს "ენერგიული უნიჭო მწერლების" მფარველობაში ადანაშაულებს.

მწერალი ასევე შეფასებას აკეთებს სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზე, რომ შეიძლება თუ არა ამან ხეობაში სიტუაციის დაძაბვა გამოიწვიოს: 

ვითარების დაძაბვა ამ სამწუხარო ამბავმა ორ მეგობარ და ერთ მიწაზე მცხოვრებ ორ ერს შორის, თუ სადმე სამართალია, არ უნდა გამოიწვიოს. მე მგონი, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს აქვთ იმდენი შეგნება და სიყვარული ქართველი ერის მიმართ, რომ ამას ეროვნული დაპირისპირების სახეს არ მისცემენ. დამნაშავე იყო თუ არა აწ განსვენებული ქართული კანონების წინაშე, ამას გამოძიება დაადგენს. მაგრამ ფაქტი ერთია, ადამიანის დასაპატიმრებლად ნერვული და ფიცხი კაცი არ უნდა გააგზავნო. ისიც არაა გარკვეული წესიერად, მას ტელეფონი ეჭირა თუ ხელყუმბარა. როცა ეს ყველაფერი გაირკვევა და დადგინდება, ერთმა მხარემ სასჯელი თავისი სიცოცხლით მოიხადა, მეორე მხარემაც, ვინც ნაჩქარევად ესროლა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. მე კი გარდაცვლილის ოჯახს ვუსამძიმრებ-აცხადებს მიშველაძე. 

'.$TEXT['print'].'