„ხელისუფლება იქცევა აბსოლუტურად კატასტროფულად"-ხუხაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
„ხელისუფლება იქცევა აბსოლუტურად კატასტროფულად"-ხუხაშვილი

„ხელისუფლება ამ შემთხვევაში, იქცევა აბსოლუტურად კატასტროფულად, შეიძლება, ითქვას. მე სპეცსამსახურები მხედველობაში არ მყავს, მხედვლეობაში მყავს პოლიტიკური ელიტა. დღესაც კი, პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომიდან გამოუცხადა, სიყვარულზე ესაუბრა, ისევ პანკისის მოსახლეობას.

ის არის ქვეყნის პრემიერ მინისტრი და ფორმალურად მაინც ის იქ უნდა ჩასულიყო ან უახლოეს დღეებში მაინც უნდა ჩავიდეს, რომ ეს ძალიან სახიფათო პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს ბზარის გაჩენასთან დაკავშირებით, რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში შეეცადოს, რომ ჩააქროს,“ - აცხადებს გია ხუხაშვილი, რომელიც სხვა ანალიტიკოსების მსგავსად  პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

'.$TEXT['print'].'