ხუთ წელიწადში კიდევ უფრო გაღარიბებული ქვეყანა და ახალი, ელიტარულ მილიონერთა კლასი
ავტორი: გურიის მოამბე
ხუთ წელიწადში კიდევ უფრო გაღარიბებული ქვეყანა და ახალი, ელიტარულ მილიონერთა კლასი
საქართველოს პარლამენტის წევრი მთავარი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", რომან გოცირიძე, ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ მდგომარეობას აფასებს და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

"მთავრობამ ხაზინის ანგარიშზე არსებული ნაშთები შეჭამა. თუ ხუთი წლის წინათ, წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული იყო დაახლოებით ორი მილიარდი ლარი, ზრდის ნაცვლად მისი მოცულობა 558 მილიონ ლარამდე შემცირდა. აქედან, ფული ხაზინის ანგარიშზე არის თითქმის ნული. რაც დარჩა, ყველა გასესხებულია კომერციულ ბანკებზე. 
ბიუჯეტი რჩება ქვეყნის რესურსების განიავებისა და ფინანსური არასტაბილურობის მთავარ წყაროდ. 
ამ ხუთ წელიწადში შეიქმნა ახალი, ელიტარულ მილიონერთა კლასი, რომლის შემოსავლის მთავარი წყარო არის ბიუჯეტთან პრივილეგირებული წვდომა. 
ქვეყანა ახლა უფრო ღარიბია, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ"-წერს გოცირიძე.

'.$TEXT['print'].'