გურიის გუბერნატორის კრიტიკამ საკრებულოს ქალბატონები მწყობრიდან გამოიყვანა
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის გუბერნატორის კრიტიკამ საკრებულოს ქალბატონები მწყობრიდან გამოიყვანა

ამ წუთებში დაპირისპირება მოჰყვა საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის განცხადებას, რომელიც დეპუტატ მარიკა ჩხიკვიშვილის კითხვაზე- "არასდროს რომ არ უჭერდით მხარს "ნაციონალები" ბიუჯეტს, დღეს რატომ უჭერთ?-მის პასუხს მოყვა:

"იმიტომ არ ვუჭერდით, რომ მოდიოდა გაყეყეჩებული ადამიანი, რომელსაც არავის აზრი არ აინტერესებდა და არ ითვალისწინებდა ჩვენს შენიშვნებს, მოთხოვნებს. ბიუჯეტი ყოველთვის იყო ერთი ჯგუფის ფინანსური ინტერესების გამოხატვა, დღეს კი, ყველა ჩვენი მოთხოვნა გათვალისწინებულია.  იდეაფიქსი ჩვენთვის პროტესტი არასდროს არ ყოფილა, ჩვენი წინააღმდეგობა ყოველთვის ფაქტებზე იყო დამყარებული' - უპასუხა მჟავანაძემ.

ამ პასუხმა, ანუ ყოფილი ოზურგეთის გამგებლისა და ამჟამად გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის და ოზურგეთის ყოფილი მერის ბეგლარ სიორიძის "გაყეყეჩებულად" მოხსენიებამ საკრებულოს დეპუტატი ქალბატონები მარიკა ჩხიკვიშვილი და ხათუნა ცერცვაძე მწყობრიდან გამოიყვანა.

ცერცვაძე, რომელიც მთელი 12 წელი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდებოდა, დღეს მათი ყველაზე გამოკვეთილი ოპონენტია ოზურგეთის საკრებულოში.

სიტყვიერმა დაპირისპირებამ რამდენიმე წუთს გასტანა, შემდეგ კი თავიანთი მოსაზრებები ბიუჯეტთან დაკავშირებით მოქმედი კომისიების თავმჯდომარეებმა გამოთქვეს.

 

'.$TEXT['print'].'