ოზურგეთში სომხეთის მოქალაქე დააყაჩაღეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში სომხეთის მოქალაქე დააყაჩაღეს

ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 31 წლის არტურ სუკასიანი, დღეს დილით, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლისას, გრიბოედოვის ქუჩის ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსიდან გამოსვლისას დააყაჩაღეს.

ახლობლების განცხადებით, მას დღეს, ადრე დილით, თავს ორი ნიღბიანი ბოროტმოქმედი დაესხა, დაზარალებულმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც სუკიასიანს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და შემდეგ გონება დაკარგულს, ხელთ არსებული თანხა წაართვეს.

როგორც "გურიის მოამბეს" ახლობლები უცხადებენ, არტური ადრე დილით, თავდასხმის მომენტში ლილოს ბაზრობაზე მიემგზავრებოდა საქონლის ჩამოსატანად და მას თან 30 ათასი ლარი ჰქონდა.

სუკიასიანს ოზურგეთში რამდენიმე მაღაზია და საკუთარი ბიზნესი აქვს.

დაზარალებული მოთავსებულია ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში, მის სიცოცხლეს მედიკოსთა თქმით საფრთხე არ ემუქრება და დღის ბოლომდე მას სახლში გაწერენ.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სსკ 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს. 

'.$TEXT['print'].'