"დავაშავეთ ბატონებო! და თუ ვერ ვხვდებით - რა? ესაც დანაშაულია"
ავტორი: გურიის მოამბე
"დავაშავეთ ბატონებო! და თუ ვერ ვხვდებით - რა? ესაც დანაშაულია"

"შეგნებულად არაფერს ვწერ პანკისის ხეობასთან დაკავშირებულ მოვლენებზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო: მიუხედავად იმისა რომ კრიტიკული ვარ დღევანდელ ხელისუფლების მიმართ, არ მინდა რაიმე ზიანი მივაყენო ისედაც დაზიანებულ ჩვენს სახელმწიფოებრიობას.
არ ვამბობ, რომ დუმილი ამ მომენტში ოქროს შუალედია, თუმცა საკითხის სპეციფიკურობა მოითხოვს ყველა ნიუანსის ღრმა ანალიზს, რომელიც ამ ხელისუფლების გადარჩენას კი არა ქვეყნის ხვალინდელი დღის გადარჩენას ეხება.
ხელისუფლება თავად გამოუტანს წირვას საკუთარ არსებობას და ეს გარდაუვალია, თუმცა ამ წირვის გამოტანამდე აუცილებლად უნდა დაისაჯოს ელექტორატი. მე მივესალმები ხელისუფლების ხელფასების გაორმაგებას და გადასახადების გაათმაგებას, მივესალმები რეპრესიებს და კრიმინალის აღზევებას!
ბოროტი ვარ?
არა... თქვენ უნდა ნახოთ ბოროტება, რომ სიკეთისგან განსხვავება ისწავლოთ. უნდა გეტკინოთ ასჯერ, ათასჯერ რომ ნორმალურ მკურნალს მიაგნოთ... 
ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დადგეს დრო, რომ თავი ადამიანად იგრძნოთ, და თუ ამისთვის აუცილებელია ცხელ ნაკვერცხალზე სიარული, უნდა ვიაროთ...
არ ღირს წუწუნი: აი ჩვენ რა დავაშავეთ, ვისაც ხმა არ მიგვიცია ქოცებისთვის; ჩვენ ხომ რაციონალურად მოაზროვნენი ვართ; ყველა ერთ ქვაბში რატომ უნდა ვიხარშებოდეთ და ს.შ...
დავაშავეთ ბატონებო! და თუ ვერ ვხვდებით - რა? ესაც დანაშაულია".

ნუგზარ სულაშვილი, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. 

'.$TEXT['print'].'