ბიუჯეტის ხარჯზე მეგობარი მამაკაცისთვის გაკეთებული ცხვირის პლასტიკური ოპერაცია-ოზურგეთში აუდიტის სამსახურს ელოდებიან
ავტორი: გურიის მოამბე
ბიუჯეტის ხარჯზე მეგობარი მამაკაცისთვის გაკეთებული ცხვირის პლასტიკური ოპერაცია-ოზურგეთში აუდიტის სამსახურს ელოდებიან

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, სახელმწიფო აუდიტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერიისა და გამგეობის ფინანსურ საქმიანობას შეისწავლის. 

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტი საქმის შესწავლას 22 იანვარს შეუდგება

აუდიტი პირველ ეტაპზე ბოლო ორი, 2016-17 წლების ფინანსურ საქმეებს შეისწავლის, ხოლო, ასევე ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციითთუ საჭიროება მოითხოვს, შესაძლოა შესწავლილი იქნეს მერიისა და გამგეობის  2015 წლის ფინანსური საქმიანობაც

ცხვირის პლასტიკური ოპერაცია მეგობარი მამაკაცისთვის, პლასტიკური ოპერაციები საკრებულოს წევრებისა და ()იპების ხელმძღვანელებისათვის, "უცნაური" სოციალური და ერთერადი დახმარებები - სად მიდიოდა ოზურგეთის ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები, რას და ვის გაჩუმებას ემსახურებოდა ბიუჯეტი? და საერთოდ რა ხდებოდა ადგილობრივ თვითმმართველობებში? სწორედ  ამ და სხვა კიდევ უამრავ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომლის შემოსვლაც ოზურგეთში მიმდინარე წლის დასაწყისისათვის უკვე დაანონსდა.

წინა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჭვირვალეობაზე ბევრი დაიწერა , თუმცა,  არსებობდა მთელი რიგი გადაწყვეტილებები,  რომლის გასაჯაროვებაზე მაშინდელი ადმინისტრაციები ყოველთვის, ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ კანონის მოშველიებით, უარს აცხადებდნენ.

განსაკუთრებით ბევრი კითხვებია გამოყოფილი თანხების  ათვისებასთან დაკავშირებით - მაგალითისათვის მარტო ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გლეხების საკუთრებაში არსებული ნაკვეთების შეწამვლა შეიძლება ავიღოთ.

მოკლედ, წინ საინტერესო დასკვნა გველოდება და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 

როგორც წყაროები ამბობენ, ზოგიერთი ყოფილი თანამდებობის პირის მომავალი, მთლად ნათელ ფერებში არ ჩანს.

'.$TEXT['print'].'