"გივი ჩვენ ვართ გივი! გააღე" "ქართული ოცნების" წევრმა გურულების ტრადიცია გააშარჟა
ავტორი: გურიის მოამბე
"გივი ჩვენ ვართ გივი! გააღე" "ქართული ოცნების" წევრმა გურულების ტრადიცია გააშარჟა

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში არსებულ შალვა რადიანის სახელობის სახლ მუზეუმში კალანდას ტრადიციული დღესასწაული გაიმართა.

ადგილობრივთა მოწვევით ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.

თუმცა მასპინძელთა ყურადღება სტუმრებიდან ერთმა ახალგაზრდამ მიიპყრო, რომელიც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, ლუდის სავსე ქილებით იყო "შეიარაღებული" და აშკარად ერეოდა კალანდასთან ასოცირებულ ძველ გურულ რიტუალებში, რომელიც ტრადიციულად აღნიშნულ დღესასწაულზე ადგილობრივ მახიობთა, ქორეოგრაფთა და ფოლკლორული ანსამბლების მიერ იდგმება. 

მათ შორის ჩიჩილაკების მზადების პროცესი, „მასპინძლის“ ეზოში ცხენით შებრძანებული მეკვლე, თოფის გასროლა და აგუნას გადაძახილი.

ეზოში დადგმულ არყის სახდელთან მიპატიჟებული სტუმრები, სადღეგრძელოები, ჭურზე „თავის ახდა“, წითელი ღვინის დაგემოვნება, შუა ცეცხლთან ახალგამომცხვარი ღვეზელები,"მუცლის სალოცავი", სხვენზე შესაბოლად 

გამოკიდული კუპატები, ღორის ბეჭი და მხიარულება.  მერე, ხის გობზე დალაგებული ხილით, ჩურჩხელებით, მოხარშული დედლებითა და საკალანდოდ დაკლული ღორის თავით, ჩიჩილაკებით მორთულ ოდაში, 

დიასახლისის მიპატიჟებითა და ოჯახის უფროსის თანხლებით შებრძანებული მეკვლე.  მრავალჟამიერი. ფოლკლორი და ქორეოგრაფია...

კალანდაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი თავისთავად მეკვლეს აკისრია, ოჯახის უფროსი ხის გობზე ჩიჩილაკს, ღორის თავს, ნაზუქებს და ტკბილეულს დაალაგებდა და სახლს და ბეღელს სამჯერ შემოუვლიდა შეძახილით: `რა მოგაქვს, რა მოგაქვსო? მერე სამჯერ კარზე დააკუნებდა, საიდანაც დიასახლისი გამოსძახებდა: `სიუხვე და ბედნიერება შემოგეტანოსო~ და გამზადებულ სუფრას, სხვა წევრებთან ერთად, შემოუსხდებოდნენ.

როცა მეკვლემ დღეს კარზე დააკაკუნა და პირველად შემოსძახა.. (კარები მესამე ჯერზე იღება).. მეორე შემოძახებაზე კარის არ გაღებამ სტუმარი ახალგაზრდა, რომელიც "ქართული ოცნების" თბილისის ოფისის თანამშრომელი, რეგიონების კოორდინატორი დიტო სამხარაძე აღმოჩნდა, გააღიზიანა, მივარდა მეკვლესთან და კარებზე ყვირილით დააბრახუნა:"გივი ჩვენ ვართ გივი გააღე!"

გურული ტრადიციების დაცინვა მასპინძლებს არ გამოპარვიათ, თუმცა, დღესასწაული ექსცესების გარეშე ჩამთავრდა.. მოწვეული სტუმრები მათთვის სპეციალურად გაწყობილ სუფრას შემოუსხდნენ... მასპინძლებმა კი სიმღერა განაგრძეს.

'.$TEXT['print'].'