ოზურგეთში წარმატებულ სპორტსმენებს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში წარმატებულ სპორტსმენებს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის ორგანიზაციამ წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა. 8-10 დეკემბერს თბილისში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამართულ ჩემპიონატში ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი ოზურგეთელი სპორტსმენების 2018 წლის მონაპოვარია. ოქროს მედლები მოიპოვეს: ლევან ქავჟარაძემ, (მწვრთნელი - ბექა ჩოფლიანი), დავით ჩხარტიშვილმა და იური ლომაძემ (მწვრთნერლები ძმები ზურაბიანები), ვერცხლი - ზურაბ მაჭარაშვილი (მწვრთნელი - გია მაჭარაშვილი), ბრინჯაო - ირაკლი ძიმისტარაშვილი (მწვრთნელი - ბექა ჩოფლიანი), გიორგი ხუჭუა (მწვრთნელი - ვ. ზურაბიანი), ვალერი მურვანიძე (მწვრთნელი - თ. მუჯირი). გამარჯვებულებს ოზურგეთში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. სპორტსმენები და მათი მწვრთნელები ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონებს გამარჯვება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, ოლიმპიური კომიტეტის გურიის ორგანიზაციის პრეზიდენტმა ლაშა ლომაძემ, საკრებულოს წევრმა ლელა საჯაიამ და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ვახტანგ ბლაგიძემ მიულოცეს. „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ოზურგეთს ერთ ჩემპიონატში ამდენი პრიზიორი ჰყავს. გულწრფელად ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს დიდ გამარჯვებას. ეს დაუღალავი შრომისა და მათი მწვრთნელების სწორი სტრატეგიის შედეგია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის წაახალისებს დამსახურებულ სპორტსმენებს და ყველაფერს გააკეთებს მათი სტიმულირებისთვის,“- განაცხადა კონსტანტინე შარაშენიძემ.

'.$TEXT['print'].'