ოზურგეთი კრივსა და ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთი კრივსა და ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

კრივსა და ძალოსნობაში საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატს ქალაქი ოზურგეთი, კერძოდ ოზურგეთის ოლიმპიური სახლი უმასპინძლებს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" გურიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ლაშა ლომაძემ უთხრა.

ლომაძის განცხადებით, რომელიც პარალელურად ოზურგეთის ოლიმპიური სახლის დამფუძნებელია, გურიის ოლიმპიური კომიტეტი აქტიურ მილაპარაკებებს აწარმოებს როგორც ერთ ასევე მეორე ფედერაციის ხელმძღვანელობასთან:

"გადაწყვეტილია რომ ოზურგეთში, ოლიმპიურ სახლში, ჩატარდება ორთავე სახეობაში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი, ხოლო მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოზურგეთში საქართველოს პირველობის გამართვაზე დიდებს შორის. ვფიქრობ ჩვენთვის, აქ ლაშა ტალახაძისა და სხვა ცნობილი ძალოსნების ჩამოსვლა დიდი პატივი იქნება" - გვითხრა ლომაძემ.

ცნობისათვის: ოზურგეთის ოლიმპიური სახლი  სამი წლის წინ გაიხსნა. კრივის სექცია მასში თავიდანვე ფუნქციონირებდა, ხოლო ამ დღეებში საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ, უშუალოდ მისი პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის წინადადებით, ოზურგეთს ძალოსნობისათვის აუცილებელი ყველა ინვენტარი უსასყიდლოდ გადასცა და ოზურგეთში (ოლიმპიურ სახლში) მრავალწლიანი შესვენების შემდეგ სპორტის ეს სახეობაც აღორძინდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კრივის ფედერაციამ ოზურგეთის ოლიმპიურ სახლს კრივის ახალი რინგი გადასცა საჩუქრად, რომელიც გურიის ადმინისტრაციულ ქალაქში ამ დღეებში ჩამოვა.

'.$TEXT['print'].'