ლანჩხუთში მაღაზიის მეპატრონე დააყაჩაღეს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში მაღაზიის მეპატრონე დააყაჩაღეს

სამმა შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში, მარტოხელა ქალბატონი, ირმა ფირცხალაიშვილი, წუხელ გვიან ღამით დააყაჩაღეს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ფირცხალაიშვილის მეზობლებმა უთხრეს.

როგორც მეზობლები გვიყვებიან, ფირცხალაიშვილი, რომელიც სოფლის ცენტრში მაღაზიას ფლობს, თავდამსხმელებმა სასტიკად სცემეს, მისგან ოქროსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ, საბოლოოდ კი ქალბატონს 380 ლარი წაართვეს და წავიდნენ.

წასვლამდე დაზარალებულს ე.წ. "სკოჩით" პირი აუკრეს, ხელ ფეხი შეუკრეს და სკამზე მიბმული დატოვეს.

ის დღეს დილით, გასიისხლიანებული მეზობლებმა ასეთივე მდგომარეობაში ნახეს და ახსნეს.

თავად ფირცხალაიშვილი ჟურნალისტებთან კონტაქტზე უარს აცხადებს, მას არც პოლიციისათვის მიუმართავს, რადგან თავდამსხმელებმა იმ პირობით არ ნოკლეს, რომ მას არავისთან მომხდარზე სიტყვა არ დასცდენოდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტმოქმედები ფირცხალაიშვილს სახლის დაწვითა და სიკვდილით ემუქრებიან.

 

მეზობლებისავე თქმით, ყაჩაღები მარტოხელა ქალბატონს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცემდნენ და აწამებდნენ.

'.$TEXT['print'].'