მარტოხელა ქალბატონი დასისხლიანებული და სკამზე მიბმული მეზობლებმა ნახეს-ყაჩაღობა ლანჩხუთში
ავტორი: გურიის მოამბე
მარტოხელა ქალბატონი დასისხლიანებული და სკამზე მიბმული მეზობლებმა ნახეს-ყაჩაღობა ლანჩხუთში
სამმა შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში, მარტოხელა ქალბატონი, ირმა ფირცხალაიშვილი, წუხელ გვიან ღამით დააყაჩაღეს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ფირცხალაიშვილის მეზობლებმა უთხრეს.

როგორც მეზობლები გვიყვებიან, ფირცხალაიშვილი, რომელიც სოფლის ცენტრში მაღაზიას ფლობს, თავდამსხმელებმა სასტიკად სცემეს, მისგან ოქროსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ, საბოლოოდ კი ქალბატონს 380 ლარი წაართვეს და წავიდნენ.

წასვლამდე დაზარალებულს  "სკოჩით" პირი აუკრეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და სკამზე მიბმული დატოვეს.

ის დღეს დილით, გასისხლიანებული მეზობლებმა ასეთივე მდგომარეობაში ნახეს და ახსნეს.

თავად ფირცხალაიშვილი აცხადებს რომ, მას  პოლიციისათვის არ მიუმართავს: „სახეში მირტყეს ხელები, ფული გაქვს და მოგვეციო. მივეცი, რაც მქონდა. იმ დილას გოჭი გავყიდე და იმის ფული მომიტანეს 380 ლარი და მე ვუთხარი, მანდ არის საფულეში მეთქი,“ -აცხადებს დაზარალებული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. 

 როგორც მეზობლები გვიყვებიან,  თავდამსხმელებმა იმ პირობით არ მოკლეს, რომ მას არავისთან მომხდარზე სიტყვა არ დასცდენოდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტმოქმედები ფირცხალაიშვილს სახლის დაწვითა და სიკვდილით ემუქრებიან.

 მეზობლებისავე თქმით, ყაჩაღები მარტოხელა ქალბატონს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცემდნენ და აწამებდნენ.

'.$TEXT['print'].'