საშინელი ავარია ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე
ავტორი: გურიის მოამბე
საშინელი ავარია ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.

რამდენიმე წუთის წინ, ჩოხატაურიდან ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, სავალი გზიდადან გადავარდა და ხეს შეასკდა. 

 მანქანის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა: " საშინელი ავარია მოხდა, ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა პირდაპირ "ტრასაზე". მანქანას წინ ცხვირი საერთოდ არ ჰქონდა. როგორც ჩანს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ხეს შეასკდა და მერე მანქანიდან ტრასაზე გამოვარდა. ძრავი და გადაცემის კოლოფი  20 მეტროში ეგდო. საშინლად იყო დამტვრეული ის ბიჭი"-გვიყვება ერთ-ერთი თვითმხილველი. 

ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ავტომანქანის მძღოლი ჩოხატაურში ცხოვრობდა.  

როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

'.$TEXT['print'].'