1 წლის ნორმა ლუდი, 1 სული ძროხა... რა პრიზები ელოდება ტოჩინოშინს
ავტორი: გურიის მოამბე
1 წლის ნორმა ლუდი, 1 სული ძროხა... რა პრიზები ელოდება ტოჩინოშინს

ტოჩინოშინს ძალიან ბევრი თასი გადაეცა. თუმცა თასი არ არის მარტო, რაც ქართველმა მოიპოვა.

დავიწყოთ ფინანსური პრიზებით, ქართველი სუმოისტის ხელფასი მკვეთრად გაიზრდება. ეს დამოკიდებული იქნება იმ საიერარქიო ტიტულზე რაზეც დაწინაურდება. რაც შეეხება ერთჯერად პრიზს ეს 10 000 000 იენია, ქართულ ფულზე 230 000 ლარი.

ასევე მას გადაეცემა ძვირადღირებული საათი და მანქანა, რომელსაც ერთი წლის ნორმა ბენზინი მოჰყვება. თუმცა სუმოისტებს

წესების მიხედვით მანქანის ტარება ეკრძალებათ, შესაბამისად მის მანქანაზე მძღოლი დაჯდება, რომელიც აუცილებლად კლუბის წევრი უნდა იყოს. 

ქართველს არც ალკოჰოლური სასმელები მოაკლდება: 1 წლის ნორმა ბრინჯის ლუდსა და საკეს სპონსორი კომპანიები უზრუნველყოფენ. არაალკოჰულურებზეც არ ექნება საზრუნავი: 1 სული ძროხის წილი რძე და 1 წლის ნორმა კოკა-კოლასაც მიიღებს.

ასევე 1 სატვირთო მანქანით რძის პროდუქტები და 1 სული ძროხის ხორციც ელოდება. რა თქმა უნდა 1 წლის მარაგი ბრინჯიც არ მოაკლდება, ასევე მიიღებს 1 ტონა ბოსტნეულსა და ხილს. 100 000 ქლიავის ჩირი, 1 ტონა სოკო და კიდევ უამრავი პრიზიც ტოჩინოშინს წინ ელოდება.

ტოჩინოშინის წარმატება იმპერატორის თასზე იაპონური და საერთაშორისო მედიის ეპიცენტრშია. ქართველის სენსაციური გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე ძალიან ბევრი გამოცემისთვის მოულოდნელი გამოდგა.

reuters.com: ტოჩინოშინი პირველი ქართველია, რომელმაც საახალწლო სუმოს გრანდიოზული ტურნირი მოიგო. მისი ნამდვილი სახელია ლევან გორგაძე. მან შეძლო მარცხის მიუხედავად, ეჯობნა იოკოძუნა კაკურიუსთვის და გაემარჯვებინა ჰაცუ ბაშოზე.

ის გეგმავდა სუმოდან წასვლას, რადგან მას მუხლის ტრავმა აწუხებდა. თუმცა მან შეძლო მიეღწია თავისი კარიერის კულმინაციისთვის და მოეგო ეს ტურნირი.

japantimes.co.jp: ტოჩინოშინმა, რომელიც მე-3 მაეგაშირაა, შეძლო ბრძოლით დაენგრია ტოკიოში რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზი.

იმის მიუხედავად, რომ

ტოჩინოშინს განაღდებული ჰქონდა გამარჯვება, ფინალური ბრძოლა ენდოსთან გამარჯვებით დაასრულა. ის არის "კასუგანოს" (კლუბი, რომლის წევრიც არის ტოჩინოშინი) ახალი გმირი, რომელმაც მიიღო საუკეთესო შემსრულებლის და ტექნიკის პრიზი.

the-japan-news.com: 46 წლის განმავლობაში პირველად ეს ტურნირი მოჭიდავემ მოიგო. ხალხი აღფრთოვანებულია იმით, რომ ეს ტურნირი მე-3 მაეგაშირამ მოიგო. უამრავი გულშემატკივარი ცდილობს, რომ ტოჩინოშინს ხელით შეეხოს და მიულოცოს ეს გამარჯვება. 

კოკო ვორდი 42 წლის, ტოკიოში ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელია. ის ამბობს, რომ "კასუგანოს" გულშემატკივარია 20 წელია და ხშირად სტუმრობს სუმოს პრაქტიკების სანახავად.

როდესაც ტოშინოჩინმა გაიმარჯვა, ის მივარდა მის ავტობუსთან ავტოგრაფის მისაღებად. წარსულში მან შეძლო გადაეღო მასთან ფოტოები.

"ტოჩინოშინმა შეძლო ყოფილიყო საუკეთესო ოძეკთან და სხვადასხვა მაღალი დონის სუმოისტთან. ის სუმოს ძლიერი და კეთილშობილი მოჭიდავეა" - ამბობს გულშემატკივარი.

კიდევ ერთი გულშემატკივარი ტოკიკასის სახე საქართველოსა და იაპონიის დროშებით იყო მოხატული. ის მუშაობს ფირმაში, რომელიც ამზადებს ვიტამინებიან იოგურტებს და ეხმარება ხალხს დიდხანს ცხოვრებაში, ასევე, იგზავნება საქართველოში.

ფანი ამბობს: "ტოჩინოშინმა მადლობა მითხრა იმისთვის, რომ ჩვენი იოგურტი ეხმარება მის ხალხს კარგად ყოფნაში".

nhk.or.jp:
 ქართველი მე-5 უცხოელია, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. აქამდე მოგებული ჰქონდათ: ამერიკელს, ბულგარელს, ესტონელს და მონღოლს. 

სანამ ის იაპონიაში ჩამოვიდოდა, მანამდე ფლობდა რუსულ საბრძოლო ხელოვნება "სამბოს"

'.$TEXT['print'].'