ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა მართვაში ოზურგეთის მერიას გადაეცა
ავტორი: გურიის მოამბე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა მართვაში ოზურგეთის მერიას გადაეცა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე მოსწავლეთა სკოლებში ტრანსპორტირების მომსახურება მართვაში ადგილობრივ ხელისუფლებებს გადაეცა

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ განუცხადა.

მისივე განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის სფეროში გადმოვიდა ასევე ახალგაზრდული პროგრამების განხორციელება.

"ამ საკითხებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მერიას შორის ამ დღეებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამ მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისში იმყოფებოდა ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, რომელმაც აღნიშნული უწყებების პირველ პირებთან ერთად მოაწერა ხელი შთანხმებას"-გვითხრა სირაძემ.

'.$TEXT['print'].'