პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანის ტიტული მოიპოვა
ავტორი: გურიის მოამბე
პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანის ტიტული მოიპოვა

ლაშა ტალახაძე გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი გახდა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ჩატარებულ გამოკითხვაში ტალახაძე პირველ ადგილზე გავიდა. მას ხმა 9 804-მა გულშემატკივარმა მისცა. მეორე პოზიციაზე 8 491 ხმით ეგვიპტელი იჰაბ მაჰმუდი გავიდა, ხოლო მესამეზე 3 142 ხმით, ირანელი სოჰრაბ მორადი.

გამოკითხვა 1982 წლიდან ტარდება და ლაშა პირველი ქართველია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ტალახაძე შარშან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. 

'.$TEXT['print'].'