ზემო ნატანებში სასურსათო მაღაზია გაქურდეს
ავტორი: გურიის მოამბე
ზემო ნატანებში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

ოზურგეთის რაიონის სოფელ ზემო ნატანებში (ე.წ. ჩაის ფაბრიკასთან) არსებული სასურსათო მაღაზია, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა დღეს დილით გაქურდეს.

როგორც მაღაზიის მეპატრონემ. დოდო ვასაძემ "გურიის მოამბეს" სატელეფონო საუბარში აცნობა, ქურდებმა მაღაზიიდან ძირითადად სურსათი წაიღეს.

მაღაზიის ზარალმა, მისივე თქმით, დაახლოებით 700 ლარს მიაღწია.

"მიმდინარე წელს უკვე მესამეჯერ გამქურდეს, მოკლედ ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, შვილი მყავს პირველი ჯგუფის შშმ პირი, არ ვიცი რა ვქნა"-გვეუბნება ვასაძე.

'.$TEXT['print'].'