კრიმინალური ავტორიტეტები და "ქვიშის კარიერის გენერლები"-რატომ შემოვიდა ანტიკორუფციული გურიაში
ავტორი: გურიის მოამბე
კრიმინალური ავტორიტეტები და "ქვიშის კარიერის გენერლები"-რატომ შემოვიდა ანტიკორუფციული გურიაში

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოზურგეთის ოფისში ამ წუთებში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან

არაოფიციალური ინფორმაციით, მის ყველა თანამსრომელს ჩამოართვეს პირადი ტელეფონები და მიმდინარეობს მათი გამოკითხვა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციულის შესვლა გურიის გარემოსდაცვითი დეპარტამენტში მდინარეებზე არსებულ კარიერების უკანონო საქმიანობას უკავშირდება.

გურიაში მდინარეებზე სუფსა, ნატანები და ბჟუჟი, ინერტული მასალების მხრივ არსებული კატასტროფული მდგომარეობა არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი საზოგადოების მსჯელობის საგანი. მეტიც ხშირია მოსახლეობის მხრიდან ინერტული მასალების მოპოვების მასშტაბებისგამო საპროტესტო გამოსვლები.

ასევე ვრცელდება ხმები, რომ აბსოლიტური უმრავლესობა მოქმედი "კარიერებიდან" უკანონოა და აქედან მიღებული არაოფიციალური შემოსავლები ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტების ჯიბეებში მიდის.

მოსახლეობა სოფლებში მეწყერულ პროცესებს, არტეზიულ ჭებში წყლის დონის მკვეთრ კლებას სწორედ ამ ინერტული მასალის უკანონო მოპოვებას უკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ გურიის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ ასათიანი მოქმედი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ახლობელია.

'.$TEXT['print'].'