ხარიტონ ჩხატარაშვილი უეფას ა ლიცენზიის მწვრთნელი გახდა
ავტორი: გურიის მოამბე
ხარიტონ ჩხატარაშვილი უეფას ა ლიცენზიის მწვრთნელი გახდა

მწვრთნელთათვის უმაღლესი კატეგორიის ეს ლიცენზია ოზურგეთის "მერცხალის" მთავარ მწვრთნელს, ხარიტონ ჩხატარაშვილს სფფ-ა მწვრთნელთა განათლების კომიტეტმა უეფას სამწლიანი კურსების წარმატებით გავლის შემდეგ მიანიჭა.

გურიიდან ასეთ უმაღლეს კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზია მხოლოდ თემურ ლორიას აქვს, რომელიც ლანჩხუთში ცხოვრობს, დღეისათვის კი ჩოხატაურის "ბახმაროს" წვრთნის.

როგორც ჩხატარაშვილს ასევე ლორიას ა ლიცენზიით უეფას ნებისმიერ წევრ ქვეყანაში, ავტომატურად, სპეციალობით მუშაობის უფლება ეძლევა.

'.$TEXT['print'].'