ოზურგეთში ქალს ხელჩანთიდან 450 ლარი მოპარეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ქალს ხელჩანთიდან 450 ლარი მოპარეს

რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთში გოგებაშვილის ქუჩაზე შუა ასაკის ქალბატონს ჩანთიდან ფული მოპარეს. 

როგორც თვითმხილველები "გურიის მოამბეს" ეუბნებიან, ოზურგეთში, ხმამაღალი ყვირილისა და ტირილის ხმა #4 საჯარო სკოლის წინ მდებარე პარკიდან ისმოდა, სადაც ქალბატონი შველას ითხოვდა: "ყვირილის და კივილის ხმა გვესმოდა.  შუა ასაკის ქალბატონი ტიროდა, რომ ბანკში გადასახდელი ფული 450 ლარი ჩანთიდან ამოაცალეს. მერე იქ პოლიციის მანქანაც დავინახეთ, ეს ქალბატონი ესაუბრებოდა"-გვეუბნება ერთ-ერთი თვითმხილველი.  

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით,  ქალბატონი ამ წუთებში იმყოფება პოლიციაში და ფაქტის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მისი გამოკითხვა.

'.$TEXT['print'].'