„გაბრაზებული მიხეილ სააკაშვილი ევროპაში ჩემს მტერს“ - დიმიტრი შაშკინი
ავტორი: გურიის მოამბე
„გაბრაზებული მიხეილ სააკაშვილი ევროპაში ჩემს მტერს“ - დიმიტრი შაშკინი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ რესტორანში რამდენიმე საათის წინ დააკავეს და იგი პოლონეთში დაადეპორტეს.

მომხდარს „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს:

„დღეს დამტკიცდა, რომ ყველაფერი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა ბოლო დღეების განმავლობაში, იყო აბსოლუტური სიმართლე. ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც მას ჰქონდა, დღეს დადასტურდა, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ იყო მიღებული გადაწყვეტილება პოლონეთში მისი დეპორტაციის შესახებ და უკრაინის ხელისუფლებამ, პოროშენკომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ის იმაზეც საუბრობდა, რომ საქართველოს მთავრობას „ქართულ ოცნებას“ ეშინია მისი აქ ჩამოყვანა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილის აქ ჩამოსვლა იქნება მათი ძალიან სწრაფი დასასრული. დღეს ყველაფრეი დადასტურდა.

დადასტურდა ისიც, რომ პეტრო პოროშენკო არის აბსოლუტურად არაადექვატური, ის არის ადამიანი, რომელსაც არ ესმის, რომ ის საკუთარ ხალხს ეომება, მას ჰგონია, რომ ის ეომება მიხეილ სააკაშვილს, სინამდვილეში ის ეომება თავის ხალხს. მსოფლიომ არ იცის არც ერთი მაგალითი, რომ პრეზიდენტს, რომელიც საკუთარ ხალხს ეომებოდა, გამარჯვებული ყოფილიყო, ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს.

პოროშენკოს რეჟიმი არის აგონიაში და ძალიან მალე ეს რეჟიმი დასრულდება და თუ პოროშენკოს ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში ყოფნით, თავისი პრობლემები მოაგვარა, ძალიან ცდება, გაბრაზებული მიხეილ სააკაშვილი ევროპაში ჩემს მტერს და ძალიან მალე პოროშენკო ამას დაინახავს“, - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

'.$TEXT['print'].'