მკვლელობა ოზურგეთში-ცივი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა და ბრალდებულის სასჯელი
ავტორი: გურიის მოამბე
მკვლელობა ოზურგეთში-ცივი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა და ბრალდებულის სასჯელი

მ. ღაჟონიას მკვლელობაში ბრალდებულს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

გასული წლის ოქტომბრის თვეში სოფელ მელექედურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუახნის მამაკაცი მოკლეს. 

მოკლული კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები მ. ღაჟონია იყო. მკვლელობაში ბრალდებული კი, სამართალდამცველებმა იმ დღესვე დააკავეს. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობდა. 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჯ.შ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მას 9-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 5 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მცხოვრებ ჯ.შ.-ს შელაპარაკება მოუვიდა მ.ღ.-სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ბრალდებულს რამდენჯერმე მოუქნია ხის ხელკეტი. უწყების ინფორმაციით, ამით განაწყენებულმა ჯ.შ.-მ განხზრახ მოკვლის მიზნით მ.ღ.-ს გულმკერდის არეში დანა დაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებების შედეგად, მ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა. 

სამართალდამცავებმა ჯ.შ. 2017 წლის 12 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში დააკავეს.

'.$TEXT['print'].'