22 თანამდებობის პირი 46 კაციან საკრებულოში და ნახევარი მილიონი წელიწადში მხოლოდ ხელფასებისთვის
ავტორი: გურიის მოამბე
22 თანამდებობის პირი 46 კაციან საკრებულოში და ნახევარი მილიონი წელიწადში მხოლოდ ხელფასებისთვის

რამდენით გაზარდა შრომის ანაზღაურების მუხლი ახალი თანამდებობის პირების გაჩენამ საკრებულოში?

2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების გაერთიანების (რეალურად, მხოლოდტერიტორიული ცვლილების) გარდა, დიდი ზარ-ზეიმით დაანონსებული მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, ერთადერთ ხელშესახებ ცვლილებად, რაც ბოლო დროს თვითმმართველობის სფეროში განხორციელდა, ის ფაქტი იქცა, რომ თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობით ორგანოში თანამდებობის პირთა წრე გაიზარდა, საკრებულოს თანამდებობის პირის რანგში საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის აყვანის ხარჯზე. როგორც ცნობილია, კანონით განისაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო, ფრაქციაში ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში, ფრაქციის თავმჯდომარე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა) უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით კიდევ ერთი მოადგილე. შედეგად მივიღეთ ის, რომ ოზურგეთის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის 46-კაციან საკრებულოში, დღეის მდგომარეობით, 22 თანამდებობის პირია და აქედან 15 მათგანი სწორედ საკრებულოს ფრაქციის ინსტიტუტთან დაკავშირებულ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ (საკრებულოში არსებული 7 ფრაქციის თავმჯდომარეს დამატებული საკრებულოს ფრაციათა თავმჯდომარეების 8 მოადგილე). შესაბამისად, საკრებულოს ამ 22 თანამდებობის პირის მხოლოდ შრომის ანაზღაურება ადგილობრივ ბიუჯეტს წლის განმავლობაში ნახევარი მილიონი (უფრო ზუსტად კი, – 499,2 ათ.) ლარი უჯდება (ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ამ პირებზე 2018 წლის განმავლობაში არანაირი სახელფასო დანამატი ან პრემია არ გაიცა).

ირაკლი პაპავა-„საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ იურისტი

'.$TEXT['print'].'