ლანჩხუთში საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს

8 თებერვალს ქურდობა მოხდა ლანჩხუთში. 

ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის, ჩოლობარგის საბავშვო ბაღიდან გამოძიებისთვის ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა საკვები პროდუქტები მოიპარეს.

"გიდასტურებთ ფაქტს, რომ ღამის საათებში საწყობიდან მოიპარეს საკვები პროდუქტები, სხვა არაფერი არ არის წაღებული და მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება"-გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. 

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს: "მხილებულია ერთი პირი და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები"-გვიპასუხეს პრესსამსახურში. 

 

'.$TEXT['print'].'